ექსპერტები: შეჩერდება თუ არა ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლა
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ექსპერტები: შეჩერდება თუ არა ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლა

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის გიორგი რუხაძის შეფასებით, ამ ეტაპზე ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლაზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფრთხე არ იკვეთება.

ამის შესახებ რუხაძემ ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების 7-თვიანი მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით საქართველოში შესაბამისი უწყებები მუშაობენ და ეს ძალიან კარგია.

“მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. ვითარება საგანგაშო ნამდვილად არ არის. არის დარღვევები, დარჩენები სხვადასხვა ქვეყნებში, საზღვარზე არ გადაშვების შემთხვევები, თუმცა ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, ვერ მოახდენს გავლენას უვიზოდ მიმოსვლაზე, ასევე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფრთხე არ იკვეთება ამ ეტაპზე. აშკარაა, რომ საქართველოში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ეს ძალიან კარგია. ის, რომ ხვალ და ზეგ შეჩერების მექანიზმების ამოქმედება არ გვემუქრება, არ ნიშნავს, რომ ყურადღება მოვადუნოთ. ნოემბრის ბოლოს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი, სადაც უნდა განისაზღვროს, თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს და ევროკავშირს შორის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან უვიზოდ მიმოსვლის სწორად გამოყენების სტატისტიკა იყოს დადებითი”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის შედეგები დღეს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]