ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
საქართველოდან ფრენების შესრულებას ახალი ავიაკომპანია იწყებს
სულ მალე საქართველოში ფრენების შესრულებას ახალი ავიაკომპანია იწყებს. „ჰუალინგის“ დაარსებული Myway airlines ოპერირებისთვის ემზადება. ზუსტი თარიღი, თუ როდის გამოჩნდება ახალი მოთამაშე საავიაციო ბაზარზე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ”ჰულიანიგ ჯგუფმა” ფრენების განხორციელებისთვის საჭირო ლიცენზიის მისაღებად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართა.
როგორც ”ფორტუნას” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა ჩაჩავამ განუცხადა, ”ჰუალინგის” შემოტანილი დოკუმენტაციის განხილვა სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს და ეს პროცესი იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
”დეკომუნტების რაოდენობა არის დიდი, შესაბამისად, მათი განხილვა ეტაპობრივად ხორციელდება. ნაწილი უკვე შემოწმებული და განხილულია. საბოლოოდ ეს პროცესი იანვარში დასრულდება და შესაბამისად, ავიაკომპანია ოპერირებას 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყებს”, – განმარტა კახა ჩაჩავამ.
მისივე თქმით, კომპანია რეისების შესრულებას გეგმავს „ბოინგ 737“ ტიპის ორი თვითმფრინავის მეშვეობით. არსებული ინფორმაციით, Myway airlines-ი საქართველოდან შეასრულებს რეგულარულ რეისებს როგორც შუა აზიის ქვეყნების, ისე თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით.
შეგახსენებთ, ”ჰუალინგ ჯგუფმა” საქართველოში ავიაკომპანიის გახსნის გეგმაზე 2016 წლის მაისში განაცხადა.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: fortuna.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს