ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ავიაბილეთები 19 ევროდან: Wizz Air -ი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენას იწყებს
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან ახალ მარშრუტს ამატებს. კომპანია რიგის (ლატვია) მიმართულებით ფრენას კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას განახორციელებს. ფრენები 2018 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ბილეთების ფასი კი 52,99 ლარიდან/ 19,99 ევროდან იწყება (შეძენა).
ვიზეარმა უკვე განაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან 4 ახალ მარშრუტსაც დაამატებს: ქუთაისიდან პრაღის, პარიზის, რომის და ბარსელონას მიმართულებით.
Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაცმა აღნიშნა, რომ
„მას შემდეგ, რაც Wizz-მა 2018 წელს ქუთაისის ბაზაზე მეორე თვითმფრინავის დამატების შესახებ განაცხადა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენი ქსელის გაფართოებას საქართველოში. 25 მარტიდან, Wizz-ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ქუთაისიდან ლატვიის ფერად და ბრჭყვიალა დედაქალაქის, რიგის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი ბილეთებით იფრინონ. ახალი მარშრუტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება, კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქვეყნებს შორის საქმიან ურთიერთობებს და რეგიონული ეკონომიკისა თუ ადგილობრივი ტურიზმის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. დღევანდელი ახალი ამბავი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ, ქართველ მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიან სამგზავრო მომსახურებასთან ერთად შესანიშნავი საბორტო გამოცდილებაც შევთავაზოთ.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს