რომელია საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი ავიაგადამზიდავი
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

რომელია საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი ავიაგადამზიდავი

საქართველოს საავიაციო ბაზარს თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი აკონროლებს, რომელიც 2017 წლის მონაცემებით ბაზრის 12 %-ის მფლობელია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში 463 840 მგზავრს მოემსახურა. უნდა აღინიშნოს, რომ Turkish Airlines-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზრის 4%-ი დაკარგა, ხოლო 2015 წელთან შედარებით კი ბაზრის 8%-ი. 2016 წლის მონაცემებით ავიაკომპანია ბაზრის 16 %-ის, ხოლო 2015 წლისთვის ბაზრის 20%-ის მფლობელი იყო.

2017 წლის მონაცემებით, 2016 წლის მონაცემებისგან განსხვავებით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა Georgian Airways-ი, რომელმაც ამ პოზიციაზე Ukraine International Airlines-ი (flyuia) ჩაანაცვლა. 2017 წლის მონაცემებით, Georgian Airways-ის ბალანსზეა საერთო მგზავრთნაკადის 10%-ი. 2016 წლის მაჩვენებლებით კი კომპანია 9%-იანი წილის მფლობელი იყო. 2017 წელს Georgian Airways-ი სულ 385 ათას 894 მგზავრს მოემსახურა.

გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, რეიტინგში მესამე ადგილზე ამჯერად უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ია, რომელიც ბაზრის 8%-ის მფლობელია, რომელმაც 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ბაზრის წილის 2%-იანი ზრდა დააფიქსირა. 2017 წელს Wizz Air-ი სულ 313 ათას 325 მგზავრს მოემსახურა.

2017 წლის სტატისტიკით, საქართველოს ავიაბაზრის 7%-იანი წილის მფლობელი flyuia-ა, რომელმაც ერთ წელიწადში პოზიციები 3%-ით დათმო.

flyuia 2017 წელს საქართველოს აეროპორტებში მოემსახურა და დანიშნულების ადგილზე გადაიყვანა 282 ათას 616 მგზავრი, რაც საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრების 7 %-ია. 2016 წლის მონაცემებითაც, გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, უკრაინული ავიაგადამზიდავი ბაზრის 10 %-ის მფლობელი იყო, 2015 წლის მონაცემებითაც კომპანია ბაზრის 10%-ს აკონტროლებდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, ბაზრის 6%-ს აკონტროლებს Flydubai, 5%-ს Aeroflot-ი, ხოლო 4-4%-იანი წილის მფლობელები არიან: S 7 და Ural Airlines-ი.

საქართველოს ავიაბაზრის 3-3%-იანი წილის მფლობელები არიან: Air Arabia, Taban Air-ი, Qatar Airways-ი, Pegasus Airlines-ი და El Al Israel-ი.

2017 წლის მონაცემებით, ბაზრის 2-2%-იანი წილის მფლობელები არიან: Lufthansa, Air Astana, LOT-ი, Atlasglobal-ი, Yanair-ი, AZAL-ი, Belavia დa Zagros Airlines-ი.

2017 წლის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 90%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 10%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავზე მოდის.

2016 წლის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით კი 91%-ი უცხოურ, ხოლო 9%-ი ადგილობრივ ავიაკომპანიებს ეკავა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს საქართველოს აეროპორტებმა 43%-ით მეტი მგზავრი გაატარა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოს ყველა აეროპორტი 4 მლნ 73 ათას 959 მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი – 2 მლნ 840 ათას 455 მგზავრს, შესაბამისად ზრდამ 43,43%-ი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს 2015 წელთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 80,18%-ითაა გაზრდილი.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]