ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რჩევები მოგზაურებს – მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ
1. დანია – კოპენჰაგენტში ვიზიტისას გარდა იმისა, რომ ქალაქის ულამაზესი ხედები მოგხიბლავთ, ასევე ის დააკმაყოფილებს თქვენს კულინარიულ ინტერესებს. განსაკუთრებით სასიამოვნო ამ ქვეყნის ნახვა იმ ადამიანებისთვის იქნება, რომლებიც კულინარიით არიან დაინტერესებულნი.
2. შვეიცარია – ეს არის ქვეყანა, რომელიც შეგიძლიათ მატარებლით შემოიაროთ. ოღონდ დარწმუნდით, რომ ფანჯარასთან მოგიწევთ დაჯდომა. დატკბებით ულამაზესი ხედებით და ის თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება.
3. ისლანდია – შთამბეჭდავი ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით. აქ ნახავთ, მთების, ტბების, ულამაზესი ბუნებრივი ლაგუნების ერთობლიობას.
4. ნორვეგია – ეს ქვეყანა ბუნების მოყვარულებს შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობს. დატკბებით ულამაზესი ხედებით. ნორვეგიას ტურისტები ხშირად უწოდებენ სამოთხეს დედამიწაზე.
5. ფინეთი – თუ გიყვართ ვარსკვლავების ცქერა, ფინეთი გელოდებათ. არსად არაა ისეთი ლამაზი ცა და არსად კაშკაშებენ ვარსკვლავები ისე, როგორც ფინეთში.
6. კანადა – ტორონტოს თანამედროვე ქუჩებთან ერთად, კანადაში დამთვალიერებელს ბუნების ულამაზესი ხედების ნახვაც შეუძლია.
7. ჰოლანდია – დაიქირავეთ ველოსიპედი და შემოიარეთ მთელი ამსტერდამი. ეს ქვეყანა მოგზაურებს საოცარ თავგადასავალს ჰპირდება.
8. ახალი ზელანდია – თუკი ახლის აღმოჩენა, რაიმე განსხვავებულის ნახვა და ახალი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება გსურთ, ახალ ზელანდიას უნდა ეწვიოთ.
9. ავსტრალია – განსაკუთრებული ადგილია სერფინგის მოყვარულებისთვის. შესაძლოა, სწორედ აქ აღმოაჩინოთ, რომ სერფინგი თქვენი განუყოფელი ნაწილია. ნოოსას სანაპიროზე ტალღები სახიფათო არ არის, ამიტომაც ნებისმიერს შეუძლია ძალები მოსინჯოს და ახალი გატაცება იპოვნოს.
10. შვედეთი – სტოკჰოლმის ხმაურიანი ქუჩები აუცილებლად უნდა ნახოთ, მაგრამ შვედეთში ვიზიტისას, არ დაივიწყოთ ამ ქვეყნის პატარა ქალაქებიც, მაგალითად, სიგტუნა და მარსტრანდი. ეს ისტორიული ქალაქები თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: trend.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს



