გერმანიის ერთ-ერთი მიწის მთავრობას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტა სურს
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

გერმანიის ერთ-ერთი მიწის მთავრობას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტა სურს

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობას სურს რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეეზღუდოთ.

WDR-ის ცნობით, რეგიონი იზრუნებს იმაზე, რომ გერმანიის ყველა მიწაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეწყდეს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ის პრობლემებია, რასაც მათივე თქმით, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები ქმნიან. კერძოდ, პრობლემები შეიქმნა ლტოლვილთა საცხოვრებელში ოერლინგაუსენში.

WDR-ის ინფორმაციით, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) წარმომადგენელი, ინტეგრაციის მინისტრი, იოახიმ შტამპი მოითხოვს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდეს.

WDR წერს, რომ უფრო და უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩადის საქართველოდან, რომლებსაც არ აქვთ რაიმე პერსპექტივა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში პრობლემები ექმნებათ ამ ჯგუფთან.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, ოერლიგაუსენში, სადაც ლტოლვილთა ბანაკია, მკვეთრად გაიზარდა კრიმინალი: “იქ ბევრი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებსაც დარჩენის პერსპექტივა არ აქვთ, მათ შორის ქართველები”.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]