ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
5 რეალური იდეა, როგორ ვიმოგზაუროთ და თან გამოვიმუშავოთ ფული
პორტალმა justFly.Ge -მ გადაწყვიტა შეეგროვებინა და მკითხველისთვის შეეთავაზებინა ინფორმაცია ხუთი სამუშაოს შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობასთან:
მუშაობა საკრუიზო ლაინერზე
რეალური და არც ისე ცუდი ვარიანტია ახალგაზრდებისთვის: მოაწეროთ ხელი 4-6 თვიან კონტრაქტზე რომელიმე საკრუიზო კომპანიასთან და გაემგზავროთ მოგზაურობაში. ვაკანსიები ძალიან ბევრია, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა და შემდეგ «ვინ რაზეც სწავლობდა». სამუშაო არის როგორც ადმინისტრატორებისთვის, პოვრებისთვის, მიმტანების, ანიმატორების ბარმენნების, ფოტოგრაფებისა და დამლაგებლებისთვის. დასაქმების სააგენტოს მოძიება კი არც ისე რთულია, მოძიებაში Google დაგეხმარებათ.

უცხოური სასტუმროების ვაკანსიები
ძალიან ბევრი შემოთავაზებებია თურქეთის, ეგვიპტის და გაერთიანებული საემიროების სასტუმროებში. ვაკანსიები ძალიან მრავალფეროვანია: ყოველთვის საჭიროა დამლაგებლები, ოფიციანტები, ანიმატორები დაადმინისტრატორები. დიახ, თქვენ შეძლებთ ერთდროულად ერთდროულად ნახოთ რამოდენიმე სახელმწიფო, მაგრამ აქიდან კონტრაქტით მუშაობას ერთ კონკრეტულ ქვეყანაში შეძლებთ, რითაც შეგეძლებათ უფრო ღრმად გაეცნოთ მის კულტურას, შეგეძლებათ მეტი ღირშესანიშნაობის ნახვას და ენის სწავლას.

Au-pair
Au-pair – ერთ-ერთი ყველაზე ძველი კულტურულ-ენობრივი პროგრამა. პროგრამის მონაწილე უცხოელი ძიძები, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში და ეხმარებიან ოჯახს ბავშვების მოვლაში.
მიმღები ქვეყანა უზრუნველყოფს თქვენთვის საცხოვრებელს, კვებას და ჯიბის ფულსაც. ბევრის გამომუშავება არ გამოგივათ, მაგრამ მოგეცემათ კარგი შანსი აღმოაჩინოთ და მოინახულოთ უცხო ქვეყანა. ენის მაღალ დონეზე ფლობა საჭირო არაა: ენას ადგილზე შეისწავლით და გააუმჯობესებთ. Аu-pair პროგრამით შეგიძლიათ წახვიდეთ სხვადასხვა ქვეყანაში.

ბორტგამცილებლად მუშაობა
«სტიუარდესა» დღეს ისმის არც ისე რომანტიულად: მაგრამ ამ ვაკანსიაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამ სამსახურში რა თქმა უნდა ძალიან მკაცრი შერჩევის პროცესია. მიუხედავად ამისა ჩვენ არ შეგვეძლო არ შეგვეტანა ეს ვაკანსია ჩვენს დღევანდელ სიაში, რადგან ეს არის ისეთი სამსახური რომლითაც შეგიძლიათ ერთმანეთს შეუხამოთ სამუშაო და მოგზაურობა. ამ სამუშაოს მაძიებელს ნამდვილად დასჭირდება ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, სასიამოვნო გარეგნობა და ჯანმრთელობა. Google აუცილებლად დაგეხმარებათ შესაბამისი ვაკანსიის და პირობების მოძიებაში.

Work and Travel USA
იდეალური ვარიანტია სტუდენტებისთვის გაატარონ ზაფხული სასარგებლოდ – გამოიმუშაონ ფული და ნახონ შეერთებული შტატებიც. რა თქმა უნდა არის მცირე შეზღუდვები: თქვენ უნდა ისწავლოთ, იცოდეთ ინგლისური ენა და სამსახური ძირითადად არის მომსახურების სფეროში.

წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ!
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს