10 ქალაქი, სადაც მოგზაურობა ყველაზე იაფია
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

10 ქალაქი, სადაც მოგზაურობა ყველაზე იაფია

Daily Star-ი იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც მოგზაურობა ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი. სიაში არის როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნები.

სიის სათავეში ბულგარეთის დედაქალაქი სოფიაა. სოფიაში ერთი დღე-ღამის გატარება ტურისტს 47 დოლარამდე დაუჯდება. ამ თანხაში შედის სასტუმროში ღამისთევა, ვახშამი, ერთი ჭიქა წითელი ღვინო, ყავა, კოქტეილი ან ლუდი და ტაქსით ერთჯერადი მგზავრობა.

სოფიას შემდეგ, ყველაზე იაფ ტურისტულ ქალაქად ქაირო დასახელდა, რომელშიც დღე-ღამის გატარება ტურისტს 48.8 დოლარი დაუჯდება.

მესამე ადგილზე ქალაქი კარტახენაა (კოლუმბია). კარტახენაში 1 დღე-ღამით გასაჩერებლად ტურისტს 50 დოლარამდე დაეხარჯება.

სიაში მე-4 ადგილს ბუქარესტი იკავებს – 54,8 დოლარით. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი ანტალია კი მეხუთე ადგილზეა. ანტალიაში 1 დღე-ღამის ღირებულება 55 დოლარია.

რაც შეეხება სიის დანარჩენ ხუთეულს:

6-ე ადგილზეა სიემ რიპი (კამბოჯა) 56,02 დოლარით

7-ე ადგილზეა კიევი 58,32 დოლარით

8-ე ადგილზეა მანილა (ფილიპინები) 58,53 დოლარით

9-ე ადგილზეა მეხიკო 63,18 დოლარით და მე-10 ადგილზეა სლიემა (მალტა) 64,45 დოლარით.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]