გერმანიის შს მინისტრი: შეუჩერდება თუ არა საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა?
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

გერმანიის შს მინისტრი: შეუჩერდება თუ არა საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა?

გერმანიის შს მინისტრ ტომაზ დე მაიზერის განცხადებით, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული – თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ევროპა შეჩერების მექნიზმს აამოქმედებს.

მისი განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა, სადაც საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ახლახანს მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთნ შეხვედრა, მე როგორც შს მინიტრმა დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. საბოლოოდ, ჩვენ კონსენსუსს მივაღწიეთ, მათ შორის, შეჩერების მექანიზმზეც. თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ. ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება, ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. ჩვენც ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთეთ“, – განაცხადა გერმანიის შს მინიტრმა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]