როდის შემოვა საქრთველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

როდის შემოვა საქრთველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი

“ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ისაქართველოში შესაძლოა 2019 წელს შემოვიდეს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან მიღწეული მოლაპარაკებებისა და კომპანიის მიერ ავიაპარკის შევსების შემდეგ იქნება მიღებული”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთი ალექსიძე აცხადებს, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლაზე მიმდინარეობს.

“Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისააც. Ryanair-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე ვესაუბრებით”, – აცხადებს ქეთი ალექსიძე.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]