"არავინ წამოხვიდეთ ისრაელში, ყველას აკავებენ, რომელ 26 საუკუნეზეა საუბარი"
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

“არავინ წამოხვიდეთ ისრაელში, ყველას აკავებენ, რომელ 26 საუკუნეზეა საუბარი”

“ფეისბუქ” მომხმარებელი გიორგი ბერიძე ქართველებს მოუწოდეს, არ წავიდნენ ისრაელში მოსალოცად და ახლობლების სანახავად, რადგან, ყველას აკავებენ, მიუხედავად თანამდებობისა და ფინანსური მდგომარეობისა.

“უკაცრავად, გირჩევთ მეგობრებო და გადაეცით ნაცნობებს, არავინ გადაწყვიტოს ისრაელში მოსალოცად ჩამოსვლა, ყველას აკავებენ და აბრუნებენ უკან, მიუხედავად ასაკისა, თანამდებობისა და ფინანსური მდგომარეობისა! ( მე გადამხდა პირადად თავს სტუმრად მოდიოდა ჩემი ოჯახის წლების მეგობარი, რომელიც დააკავეს და გააბრუნეს უკან. დავამატებ, აქვს მაღალი ანაზღაურება, საკმაოდ სოლიდური პიროვნებაა საქართველოში და ისრაელის სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ჩამოდიოდა ვინმეს მომვლელად ) ვეძებ სამართალს, ვერავინ პასუხს ვერ მცემს. პლუს, მე უნდა დავისაჯო ამის გამო, რომ სტუმარმა მეგობრის ოჯახის მონახულება გადაწყვიტა! სად ვეძებო სამართალი?! სად? ვისთან? არ ვიცი! არავინ იცის! ყველა აეროპორტში მაგზავნის და აეროპორტის კარი დაკეტილია, სადაც ადამიანების ტანჯვა-წამება ხორციელდება!

თუ ვინმე ხართ კომპეტენტური, მიაქციეთ ყურადღება ! სირცხვილია, რომელ 26 საუკუნეზეა საუბარი !”, – წერს გიორგი ბერიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]