როდიდიან იწყებს ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ფრენებს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

როდიდიან იწყებს ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ფრენებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩინური ინვესტიციით შექმნილ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გასცა.

ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის სამგზავრო კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე Myway Way Airlines-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება.

ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული. საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, სააგენტომ ავიაკომპანია Myway Way Airlines-ის ფინანსური მდგომარეობა შეაფასა, რაც წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს.

გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რომელიც ავიაკომპანიას 23 თებერვალს მიენიჭა, ადასტურებს Myway Way Airlines-ის ფინანსურ საიმედოობას, არსებული და მის მიერ პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

ავიაგადამზიდველი აგრეთვე აკმაყოფილებს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ. სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რეგულარული საავიაციო მიმოსვლის დაწყებას ავიაკომპანია მაისის ბოლოდან გეგმავს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]