ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
მარტო მოგზაურობისთვის 10 საუკეთესო ქალაქი
მარტო სამოგზაუროდ საუკეთესო კონტინენტი უდაოდ ევროპაა. ქვეყნიდან ქვეყანაში გადაფრენა ძალიან მარტივია. ამასთან, ტურისტული ინფრასტრუქტურაც კარგადაა განვითარებული. ევროპაში – კულტურა, საინტერესო ადგილები, საკვები, ღამის ცხოვრება – მოკლედ ყველაფერია რასაც ტურისტი ეძებს.
ბრიუგე, ბელგია
თუკი ნამდვილი ზღაპრის ხილვა გსურთ – მაშინ სწორედ ბრიუგეს უნდა ეწვიოთ. ქუჩის მარკეტებითა და ლამაზი ბაღებით სავსე ქალაქი სოლო ტურისტებისთვის საუკეთესო დანიშნულებაა. ბრიუგეს ქუჩები კოშკებით, შუა საუკუნეების ტაძრებით, შთამბეჭდავი არხებითა და ქვაფენილებითაა სავსე.

პრაღა, ჩეხეთი
ჩეხეთის ფერადი დედაქალაქის უმთავრესი ღირსება ისაა, რომ ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვა სეირნობა-სეირნობითაა შესაძლებელი. საითაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან ულამაზესი ნაგებობები, კოშკები და ტაძრებია აღმართული. ამასთან, ქალაქი დაბალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვისაც ხელმისაწვდომია.

ჰელსინკი,ფინეთი
თუკი კულტურულ საზრდოს, დასვენებას და გართობას ერთ სივრცეში ეძებთ და თან მარტო მოგზაურობთ, მაშინ ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი დედაქალაქი არ უნდა გამოგრჩეთ. ჰელსინკი მომხიბვლელი სანაპიროების, ტრადიციული უბნებისა და მწვანე საფარის ერთიანობაა. ხოლო, თუკი წყალი გიყვართ, მაშინ ქალაქის სიახლოვეს მდებარე ასობით პატარა კუნძულიც ძალიან მოგეწონებათ.

ვენა, ავსტრია
ავსტრიის დედაქალაქი ფანტასტიკური მუსიკითა და მყუდრო კაფეებითაა ცნობილი. ისტორიული სასახლეები, ოპერის სახლი და მოდა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ სანახაობების, რომელიც ყველა მარტო მოგზაურს ელის. უფრო მეტიც, ვენა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქების სიაშიცაა შესული.

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უნიკალური ღირსშესანიშნაობები და პაბების კულტურა – მხოლოდ ნაწილია იმ სიკეთეების რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქს მრავლად აქვს. ლონდონი მარტო მოგზაურებისთვის ამოუწურავი თავგადასავალია.

6. კოპენჰაგენი, დანია
დანიას დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადგილის წოდება დაუმსახურებლად არ მოუპოვებია. თუკი სკანდინავიური კომფორტის შეგრძნობა გსურთ, მაშინ სწორედ კოპენჰაგენს უნდა ესტუმროთ. განვითარებული ინფრასტრუქტურისა და მეტროს მარტივი სისტემის მქონე ქალაქი ყველაფერთან ერთად ველოსიპედისტთა სამოთხეცაა.

სტოკჰოლმი, შვედეთი
უძველესი ქალაქი თანამედროვეობისა და ისტორიის არაჩვეულებრივი მიქსია. სტოკჰოლმის მონახულება მხოლოდ მისი მე-19 საუკუნეში აშენებული ნაწილისთვის ღირს. კრიმინალის დაბალი დონე და ქალაქის ფეხით მოვლის შესაძლებლობა კი მას სოლო მოგზაურთათვის თითქმის იდეალურ ადგილად აქცევს.

პარიზი, საფრანგეთი
მსოფლიოში ყველაზე რომანტიკული სინათლის ქალაქი მარტო სამოგზაუროდ დაუვიწყარი გამოცდილებაა. პარიზი ხომ ხელოვნების, კულტურისა და შოპინგის მოყვარულთა სამოთხეა. ეს არის ქალაქი, რომლის ამოწურვაც თითქმის შეუძლებელია.

რეიკიავიკი, ისლანდია
ისლანდია პლანეტის ყველაზე მშვიდი და უსაფრთხო ქვეყანაა. 21 საათიანი დღისა და დაბალბიუჯეტიანი ფრენების შესაძლებლობა მარტო მოგზაურებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვონ. რეიკიავიკი პაბებისა და გემრიელად მირთმევის მოყვარულთათვის საუკეთესო ქალაქია.

ბერლინი, გერმანია
კლასიკისა და თანამედროვეობის კომბინაცია ბერლინს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქალაქად აქცევს. ეს არის ქალაქი, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს და ამასთან მნახველს ქუჩის მარკეტებითა და მყუდრო პაბებითაც აოცებს. გარდა ამისა, ბერლინის მონახულება მხოლოდ ლუდის გამოც კი ღირს. ამიტომ სოლო მოგზაურებს ეს დანიშნულება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამორჩეთ.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: fortuna.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს