ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Ural Airlines-ი კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს
რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, ფრენები აღნიშნულ მიმართულებაზე 24 მაისიდან დაიწყება და ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის ბოლომდე გასტანს.
Ural Airlines-ის ინფორმაციითვე, კრასნოდარი-თბილისის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 64 ევროდან (ერთი გზა) იქნება.
რეისები ყოველ ხუთშაბათსა და კვირაობით განხორციელდება და ფრენა კრასნოდარის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 06:55 საათზე განხორციელდება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი 10:05 საათზე (ადგილობრივი დროით). აღნიშნულ მარშრუტზე ფრენის ხანგრძლივობა 1 საათი და 25 წუთია.
ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს