ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Iran Air-მა საქართველოს მიმართულებით რეისები შესაძლოა ქალი პილოტების მეთაურობით განახორციელოს
ირანის უმსხვილესმა ავიაკომპანია Iran Air-მა გადაწყვეტილება მიიღო და ქალ პილოტებზე ვაკანსია გამოაცხადა, – ინფორმაციას ირანული გაზეთი Tehran Times-ი ავრცელებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამშრომლებს შორის იყვნენ ქალები“, აცხადებს Tehran Times-თან საუბარში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელი ფარზანე შარაფბაფი.
როგორც ცნობილია, ავაკომპანიამ გარკვეულ ვაკანსიებზე მიღება გასულ წელსაც გამოაცხადა, სადაც უპირატესობა ქალებს მიანიჭა. ამ დროისათვის Iran Air-ში დასაქმებულთა 16%-ი ქალია.
აღსანიშნავია, რომ Iran Air-ი საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს უკვე ახორციელებს და გამორიცხული არაა, რომ მალე ავიაკომპანიამ ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ქალი პილოტის ხელმძღვანელობითაც განახორციელოს.
შეგახსენებთ, რომ ირანის უმსხვილესი ავიაკომპანიის Iran Air-ის სათაო ოფისი თეირანში მდებარეობს. ავიაკომპანია ქვეყნის შიგნით 25 მარშრუტზე ოპერირებს, ხოლო ქვეყნის გარეთ, ათობით საერთაშორისი რეისზე დაფრინავს.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს