ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ლონდონის Stansted-ის საერთაშორისო აეროპორტი მოდერნიზაციაში 670 მლნ ევროს ჩადებს
მაისიდან საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა ამოქმედდება, რომელიც ესპანური კომპანია „ენდრას“ მიერაა შემუშავებული. ახალი სისტემა „საქაერონავიგაციას“ ფრენების მომსახურების მოცულობასა და ხარისხის ზრდის საშუალებას მისცემს.
შპს „საქაერონავიგაციამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროს მრჩეველს ჟან ფრედერიკ პოლსენს და მინისტრის მრჩეველს მარიამ გრძელიშვილს უმასპინძლა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სტუმრებს საქაერონავიგაციის საქმიანობა და საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციფიკა გააცნო.
“გასული 2017 წელი “საქაერონავიგაციისთვის” კიდევ ერთი წარმატებული წელი იყო. ჩვენ დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები, განვაახლეთ არაერთი არსებული სისტემა. ახალმა ტექნოლოგიებმა, დახვეწილმა პროცედურებმა და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან მზარდმა თანამშრომლობამ, კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა საჰაერო მოძრაობის მართვა. ეს აისახა კიდეც საჰაერო ნაკადების სტაბილურ ზრდაზე და გასულ წელს საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 13%-ით გავზარდეთ. ახალი სისტემა კი, რომელიც ექსპლუატაციაში 2018 წლის მაისში შევა, შესაძლებლობას მოგვცემს, გავზარდოთ ფრენების მომსახურების მოცულობა და ხარისხი, ამასთან შევინარჩუნოთ ეფექტურობა და უსაფრთხოება სამუშაო პროცესის ყველა დონეზე,”- განაცხადა გოჩა მეზვრიშვილმა.
მინისტრის მრჩეველმა ჟან ფრედერიკ პოლსენმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” მიერ განხორციელებული სამუშაოები და განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე, თავისი ინფრასტრუქტურით და კვალიფიციური კადრებით, მზად არის კონკურენტუნარიანი გახდეს რეგიონში და დააკმაყოფილოს საჰაერო მოძრაობის მართვის სფეროში საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მოთხოვნები და რეკომენდაციები. ასევე, მოემსახუროს უფრო მეტ საჰაერო ხომალდს.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს