ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Pobeda ბათუმის მიმართულებით ფრენების ნებართვის მოპოვებას სასამართლოს გზით ცდილობს
ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი, რომელიც Aeroflot-ის ჯგუფში შედის, სასამართლოს გზით ცდილობს მოსკოვი-ბათუმის მიმართულებაზე ოპერირების ნებართვა მოითხოვოს.
ავიაკომპანიამ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს სარჩელით ჯერ კიდევ 12 მარტს მიმართა. ავიაკომპანიის მოპასუხედ როსავიაცია გამოდის, რომელიც ავიაკომპანიებს საერთაშორისო რეისებზე ფრენების ნებართვას აძლევს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, Pobeda Airlines-მა როსავიაციას მოსკოვი-ბათუმის მიმართულებაზე ფრენების დაწყების ნებართვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
ამ მარშრუტზე ფრენების ნებართვას უკვე ფლობდა ავიაკომპანია Red Wings-ი, რომელმაც ამ მარშრუტზე რეისების განხორციელება ბოლო მომენტში დაიწყო. Pobeda Airlines-მა როსავიაციამ გადაწყვეტილების გადახედვა სთხოვა, თუმცა ისევ უარი მიიღო. ამ ფონზე Aeroflot-ის „შვილობილი“ ავიაკომპანია სასამართლოს გზით როსავიაციისგან ბათუმის მიმართულებით ფრენის ნებართვების გადახედვას, Red Wings-სთვის ნებართვის ჩამორთმევას და მისთვის გადაცემას ითხოვს. სასამართლო პროცესი 12 მარტისთვისაა ჩანიშნული.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს