ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
10 მიმართულება ახალი ქართული ავიაკომპანიისგან – გეგმაშია აშშ
ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines 2018 წლის მაისის ბოლოდან საზღვარგარეთის რამდენიმე მიმართულებით იწყებს რეგულარულ რეისებს. ავიაკომპანიამ უკვე შეასრულა პირველი ჩარტერული რეისი თეირანის მიმართულებით. მაისის ბოლომდე იგეგმება სხვა ჩარტერული რეისების შესრულებაც, უკვე ივნისიდან კი რეგულარული რეისებიც დაიწყება.
როგორც Myway Airlines-ის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა ნეტგაზეთს განუცხადა, წლის ბოლომდე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს 10 მიმართულებით შეასრულებს. მისივე თქმით, ისინი მოსკოვის მიმართულებაზე ელოდებიან რუსეთის მხარის გადაწყვეტილებას დამატებითი სიხშირეების გამოყოფაზე. ამჟამად ყველა სიხშირე Georgian Airways-ს აქვს ათვისებული.
Myway Airlines შემდეგი მიმართულებით იფრენს:
თბილისი-თელ-ავივი;
თბილისი-მოსკოვი;
თბილისი-ჟუკოვსკი;
თბილისი-სამარა;
თბილისი-სანქტ-პეტერბურგი;
თბილისი-თეირანი;
თბილისი-კიევი;
თბილისი-მინსკი;
თბილისი-დუბაი;
თბილისი-პეკინი (ურუმჩის გავლით).
Myway Airlines ამჟამად ორ ბოინგ 737-800-ს ფლობს, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება. უახლოეს სამ წელიწადში ავიაკომპანია თვითმფრინავების რაოდენობის 10-მდე გაზრდას გეგმავს, მათ შორის იქნება შორ მანძილებზე ფრენისთვის განკუთვნილი ბოინგ 777.
ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური ამბობს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, დაახლოებით სამ წელიწადში ისინი რეგულარულ რეისებს დანიშნავენ აშშ-ის მიმართულებით. ზოგადად, ავიაკომპანიის გეგმაში შედის აზიისა და ევროპა-ამერიკის დაკავშირება თბილისის აეროპორტის გავლით.
Myway Airlines 2018 წლის ზაფხულის ბოლომდე ელოდება ლიცენზიას ევროპიდან, რათა ამ მიმართულებით შეძლოს რეგულარული ფრენა.
როგორც იგორ აფციაურმა ნეტგაზეთს უთხრა, ამჟამად ქართული ავიაბაზრის დაახლოებთ 90%-ს უცხოური ავიაკომპანიები ფლობენ, რაც Myway Airlines-სთვის დამატებით მოტივაციას წარმაოდგენს.
აფციაურის განმარტებით, ისინი ბაზარზე დამკვიდრებას სწორედ უცხოური ავიაკომპანიებისა და ჯერ აუთვისებელი მიმართულებების ხარჯზე გეგმავენ და არ აპირებენ, რომ პირდაპირი კონკურენცია გაუწიონ ამჟამად მოქმედ ერთადერთ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს.
Myway Airlines-ი ჩინური “ჰუალინგ ჯგუფის” დაფუძნებულია და სწორედ ეს ბიზნესჯგუფია ავიაკომპანიის ძირითადი ინვესტორი.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: netgazeti.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს