ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
Ryanair-მა ბერლინი-კიევის მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ბერლინი-კიევის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია დაიწყო. აღნიშნულ მიმართულებაზე Ryanair-ი ოპერირებას 3 სექტემბრიდან იწყებს და კვირაში 4 რეისს განახორციელებს. ავიაბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 27,5 ევროდანაა.
აღსანიშნავია, რომ ბერლინი უკრაინის ბაზრისთვის მე-11 მიმართულება, რომელზედაც Ryanair-ი განახორციელებს ფრენებს. დღემდე Ryanair-ს უკრაინის ორი ქალაქის მიმართულებით ევროპის 10 მიმართულებიდან ჰქონდა დაანონსებული ფრენები.
უკრაინულ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან ერთ წელში ირლანდიური „ლოუ-კოსტერი” Ryanair-ი 1 მლნ მგზავრის გადაყვანას ვარაუდობს. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რამდენიმე დღის უკან გააკეთა, რომელიც უკრაინის აეროპორტებსა და Ryanair-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდა.
Ryanair-ი უკრაინის მიმართულებით, საუბარია ლვოვისა და ბორისპოლის აეროპორტებზე, კვირაში 32 რეისის განხორციელებას გეგმავს.
უკვე გაწერილი განრიგების მიხედვით რეისები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:
ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში Ryanair-ი განახორციელებს ფრენებს ბარსელონადან, ბრატისლავადან, გდანსკიდან, ვილნიუსიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, პოზნანიდან, ვროცლავიდან, სტოკჰოლმიდან და ვარშავადან.
რაც შეეხება ლვოვს, ლვოვის აეროპორტში Ryanair-ი რეისებს განახორციელებს დიუსელდორფიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, მიმინგენიდან და ვარშავადან.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს