ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
FlyUIA-მ შესაძლოა Ryanair-ს სასამართლოში უჩივლოს
უკრაინის უმსხვილესმა ავიაკომპანია FlyUIA-მ შესაძლოა ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს სასამართლოში უჩივლოს. როგორც უკრაინული მედია წერს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი ავიაკომპანიის მიერ აეროპორტთან ფრენის განრიგის შეთანხმება (სლოტი) არ მოხდება და ორივე ავიაკომპანიის მოფრენა/გაფრენა დროში ერთმანეთს დაემთხვევა, რაც თავის მხრივ უკრაინულ ავიაგადამზდავს დააზარალებს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის უკან ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელმა პაველ რიაბიკინმა განაცხადა, რომ არის ალბათობა იმისა, რომ Ryanair-მა ბორისპოლის აეროპორტის კოლაფსი გამოიწვიოს, რადგანაც მას ფრენა პიკური დატვირთულობის დროს სურს.
რიაბიკინი ამბობს, რომ პიკი საათებში მოფრენით ისინი აეროპორტის კოლაფსს გამოიწვევენ და მათთვის სასურველ 35 წუთში გაფრენას ვერ განახორციელებენ და 2 საათიანი ლოდინი მოუწევთ, რადგანაც საჭირო გახდება რიგში დგომა ავტობუსისთვის, გეითისთვის, სადგომისთვის და ასე შემდეგ.
მისივე განმარტებით, Ryanair-მა ბილეთების გაყიდვა ისე დაიწყო, რომ დროებზე შეთანხმება ბორისპოლის აეროპორტთან არ ჰქონდა.
თავის მხრივ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვოლოდიმირ ომელიანი Ryanair-ის მიერ ბორისპოლის აეროპორტში ოპერირების დაწყებაზე რისკებს ვერ ხედავს. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს, რომელმაც მინისტრს ბორისპოლის აეროპორტის დირექტორის „შიშებთან“ დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.
„ყველაფერი კარგად იქნება“, მოკლედ გასცა მინისტრმა კითხვას პასუხი
შეგახსენებთ, რომ უკრაინულ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან ერთ წელში ირლანდიური „ლოუ-კოსტერი” Ryanair-ი 1 მლნ მგზავრის გადაყვანას ვარაუდობს. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რამდენიმე დღის უკან გააკეთა, რომელიც უკრაინის აეროპორტებსა და Ryanair-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდა.
Ryanair-ი უკრაინის მიმართულებით, საუბარია ლვოვისა და ბორისპოლის აეროპორტებზე, კვირაში 32 რეისის განხორციელებას გეგმავს.
Ryanair-ი უკრაინულ ბაზარზე ოპერირებას ოფიციალურად ოქტომბრიდან შეუდგება.
უკვე გაწერილი განრიგების მიხედვით რეისები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:
ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში Ryanair-ი განახორციელებს ფრენებს ბარსელონადან, ბრატისლავადან, გდანსკიდან, ვილნიუსიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, პოზნანიდან, ვროცლავიდან, სტოკჰოლმიდან და ვარშავადან.
რაც შეეხება ლვოვს, ლვოვის აეროპორტში Ryanair-ი რეისებს განახორციელებს დიუსელდორფიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, მიმინგენიდან და ვარშავადან.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: ghn.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს