SkyUp-ი კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს გეგმავს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

SkyUp-ი კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს გეგმავს

ახლად დაფუძნებული უკრაინული ავიაკომპანია SkyUp-ი კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს. ავიაკომპანია ჩარტერული რეისების განხორციელებას აპრილის ბოლოდან დაიწყებს, რეგულარული რეისების განხორციელებას კი ივნისიდან შეუდგება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, SkyUp-მა კიევი-დუბაის მიმართულებით ფრენა გადაიფიქრა და მის ნაცვლად კიევი-ბათუმი-კეივის ავიარეისებს განახორციელებს. SkyUp-ის გენერალური დირექტორის ევგენი ხაინაცკის განმარტებით, თავდაპირველად ავიაკომპანია შიდა რეისებს განახორციელებს, შემდგომ კიევი-ლარნაკასა და კიევი-ბათუმს დაამატებს.

სულ ახლახანს გადაწყდა, რომ ავიაკომპანია SkyUp-ი კიევის ჟულიანის აეროპორტში იქნება ბაზირებული. როგორც ცნობილია, SkyUp-მა 5 ერთეულ Boeing 737 MAX-ზე გააკეთა შეკვეთა, რომლის ღირებულებაც 624 მლნ დოლარია. შეკვეთა ორ ერთეულ Boeing 737 MAX 8-სა და სამ ერთეულ Boeing 737 MAX 10-ს მოიცავს, რომელსაც Boeing-ი დამკვეთს სიეტლის ქარხნიდან 2023 წლისთვის მიაწვდის.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მათ გეგმაშია ფრენების შესრულება თურქეთის, ეგვიპტის, ესპანეთის და სხვა მიმართულებებით და აღნიშნული მოდიფიკაციის თვითმფრინავებს შედარებით მცირე საოპერაციო ხარჯი გააჩნიათ, რაც საბოლოო ჯანზე ავიაბილეთების ფასზეც ჰპოვებს ასახვას. საწყის ეტაპზე SkyUp-ის ფლოტი 3 თვითმფრინავს: Sky Interior-ის სალონის მქონე ორ 189 ადგილიან Boeing 737-800-სა და ერთ 149 ადგილიან Boeing 737-700-ს აერთიანებს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]