ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ოფიციალური სტატისტიკა: საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი
საფრანგეთის ლტოლვილებისა და აპატრიდების დაცვის ბიუროს (OFPRA) ინფორმაციით, 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1542-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. შარშან ეს ციფრი 940 იყო.
თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები ყოველწლიურ დასკვნაშია მოცემული.
უწყების ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებლები ძირითადი მოტივად ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პოლიტიკურ დევნას ასახელებენ, რომელიც აქტივისტების განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
„თავშესაფრის თხოვნის დანარჩენ მოტივებს შორის ეთნიკური კონფლიქტები, საოკუპაციო ძალების ქმედებები, სექსუალური ნიშნით შევიწროება, ოჯახში ძალადობა და ადამიანის ღირსების შემლახველ პირობებში სასჯელის განმეორებით მოხდის შიში წარმოადგენს.
ასევე გაიზარდა ისეთი ბიზნესმენებისგან შემოსული განაცხადები, რომლებიც პოლიტიკური ძალების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებს უჩივიან“, – აღნიშნულია დასკვნაში.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს