ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი კომპანიები – TOP 10
საქართველოში წლის პირველ სამ თვეში რეგულარულ რეისებს 36 ავიაკომპანია ასრულებდა, მსოფლიოს 43 მიმართულებით. ამავე პერიოდში საქართველოს აეროპორტებმა ჯამში 839 612 მგზავრი გადაიყვანეს.
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines ლიდერობს. საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანია 101 314 მგზავრს მოემსახურა.
მეორე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ია. ავიაკომპანია წლის პირველ კვარტალში 93 333 მგზავრს მოემსახურა.
მესამე ადგილზე 73 156 მგზავრით Wizz Air-ია.
მეოთხე პოზიციას ავიაკომპანია Fly Dubai იკავებს, რომელიც წლის სამ თვეში 53 575 მგზავრს მოემსახურა.
ხუთეულში შედის უკრაინული UIA , რომელმაც 52 507 მგზავრი გადაიყვანა.
მეექვსე პოზიციაზე ავიაკომპანია Aeroflot-ია, რომელიც 37 651 მგზავრს მოემსახურა.
მეშვიდე ადგილს 37 553 მგზავრით, Siberia Airlines (S7) იკავებს.
მერვე ადგილზეა Zagros Airlines 33 552 გადაყვანილი მგზავრით.
მეცხრე ადგილს იკავებს ავიაკომპანია Pobeda Airlines 31 814 მგზავრით.
ათეულს ასრულებს Pegasus, რომელიც წლის სამ თვეში 31 814 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება ავიამიმართულებებს, პირველ ადგილს სტამბოლი იკავებ. სტამბოლის მიმართულებით წლის სამ თვეში 142 578 მგზავრი გაფრინდა. მეორე ადგილს მოსკოვი იკავებს 125 595 მგზავრით. ავიაკომპანიებმა 92 190 მგზავრი გადაიყვანეს თეირანის მიმართულებით. მეოთხე ადგილზე კიევია 70 190 მგზავრით. ხუთეულს კი დუბაი ასრულებს 53 103 მგზავრით.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი
წყარო: forbes.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს