ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს
ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და ELLINAIR-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან განახლდება რეგულარული რეისების შესრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკის და კუნძული კრეტას მიმართულებით.
ფრენა AIRBUS 320 და BOEING 737 ტიპის თვითმფრინავებით 22 მაისიდან თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს განხორციელდება. 14 ივნისიდან კი რეისები კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.
ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი 297 ლარიდან, ხოლო ორმხრივი ბილეთის ფასი 591 ლარიდან დაიწყება. 14 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება.
ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება და ორმხრივი ბილეთის ფასი 765 ლარი იქნება.
ავიაბილეთის ფასში შედის: 8 კგ ხელბარგი; 20 კგ ბარგი; კვება ბორტზე; გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები; აეროპორტში რეგისტრაციის გავლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა და აღნიშნული რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის გაღრმავებას.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს