ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარის ლიდერობას Turkish Airlines-ი და Georgian Airways-ი ინაწილებენ
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარის ლიდერი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია რომელიც 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით ბაზრის 12 %-იანი წილის მფლობელია.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 3 თვეში Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში 101 ათას 91 მგზავრს მოემსახურა და შესაბამისად ქვეყნის აეროპორტების გავლით გადაყვანილი საერთო მგზავრთნაკადიდან 12%-ი მასზე მოდის.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Turkish Airlines-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ ბაზრის 1 %-ი დაკარგა, ხოლო 2016 წლის იანვარ-მარტთან შედარებით კი 9%-ი.
2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 13 %-ის მფლობელი იყო, ხოლო 2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კი 21%-ის.
2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებისგან განსხვავებით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა Georgian Airways-ი, რომელმაც ამ პოზიციაზე Ukraine International Airlines-ი (flyuia) ჩაანაცვლა. 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, Georgian Airways-ის ბალანსზეა საერთო მგზავრთნაკადის 11%-ია. 2017 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებით კი კომპანია 8%-იანი წილის მფლობელი იყო, 2016 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკური მაჩვენებლებით კი 9%-ის. 2018 წელის პირველ სამ თვეში Georgian Airways-ი სულ 89 ათას 833 მგზავრს მოემსახურა.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, რეიტინგში მე-3 ადგილზე ამჯერად უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ია, რომელიც ბაზრის 9%-ის მფლობელია. ავიაკომპანიამ 2018 წლის იანვარ-მარტში 2017 წლის იანვარ-მარტთან შედარებით ბაზრის წილის 1%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო 2016 წლის იანვარ-მარტთან შედარებით კი 5%-იანი ზრდა. 2018 წლის იანვარ-მარტში Wizz Air-ი სულ 73 ათას 187 მგზავრს მოემსახურა.
2018 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკით, საქართველოს ავიაბაზრის 7%-იანი წილის მფლობელი Flydubai-ა, რომელმაც ერთ წელიწადში პოზიციები 1%-ით დათმო, ხოლო 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი ზრდამ 1%-ი შეადგინა.
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებში Flydubai მოემსახურა და ავიაკომპანიამ დანიშნულების ადგილზე გადაიყვანა 53 ათას 575 მგზავრი, რაც საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრების 7 %-ია. 2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემებითაც, გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაგადამზიდავი ბაზრის 8%-ის მფლობელი იყო, 2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კი კომპანია საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი საერთო მგზავრთნაკადის 6%-ს მოემსახურა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-მარტში რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, ბაზრის 6%-ს აკონტროლებს flyuia, 5%-ს Aeroflot-ი, ხოლო 4-4%-იანი წილის მფლობელები არიან: Pegasus Airlines-ი, Pobeda Airlines-ი, S 7 და Ural Airlines-ი.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 3-3%-იანი წილის მფლობელები არიან: Air Arabia, Zagros Airlines-ი, Qatar Airways-ი და Qeshm Air-ი.
2018 წლის სამი თვის მონაცემებით, ბაზრის 2-2%-იანი წილის მფლობელები არიან: AZAL-ი, ATA Airlines-ი, Belavia, Air Astana, Lufthansa და LOT-ი.
2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 89%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 11%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავზე მოდის.
2017 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით კი 92%-ი უცხოურს, ხოლო 8%-ი ადგილობრივ ავიაკომპანიებს ეკავა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 35%-ით გაიზარდა.
PS. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ხშირად არ ნიშნავს იმას, რომ ავიაგადამზიდავს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორეტირება ხდება.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს