აეროპორტში მგზავრი ვაშლის გამო 500 დოლარით დააჯარიმეს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

აეროპორტში მგზავრი ვაშლის გამო 500 დოლარით დააჯარიმეს

ევროპიდან დაბრუნებული ამერიკის მოქალაქე, აეროპორტში ვაშლის გამო დააჯარიმეს, რომელიც მგზავრმა თვითმფრინავიდან წამოიღო.

აშშ-ს შტატ კოლორადოს მცხოვრები კრისტალ ტედლოკი, რომელიც პარიზიდან ბრუნდებოდა მინიაპოლისში უნდა გადამჯდარიყო. სწორედ მინეაპოლისში გადაწყვიტა ქალმა ვაშლის მირთმევა, რომელიც მას ფრენისას მისცეს. თუმცა ეს აშშ-ს საბაჟოს წესების დარღვევა აღმოჩნდა.

აშშ-ში სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანა, გარკვეული საფრთხეების გამო რიგი ქვეყნებიდან არის აკრძალული. ამ ფონზე აეროპორტებში საერთაშორისო რეისების მგზავრების შერჩევითი კონტროლი ხორციელდება და სწორედ ამ კონტროლისას მოხდა კრისტალ ტედლოკის „გამოვლენა“ და დაჯარიმება.

მგზავრი შეეცადა აეხსნა, რომ ვაშლი სახიფათო არ იყო და ის მას თვითმფრინავში მისცეს და ის ავიაკომპანია Delta-ს საფირმო პაკეტში იყო მოთავსებული. უბრალოდ მას თვითმფრინავში არ შიოდა და მისი შეჭმა მინიაპოლისში გადაჯდომისას გადაწყვიტა.

საბოლოოდ კრისტალ ტედლოკს, ქვეყნის საბაჟო წესების დარღვევისთვის 500 დოლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს, რომელიც მან 20 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს. აღნიშნული ფაქტის გამო ის გამოეთხოვა ასევე მიმზიდველ სტატუსს Global Entry, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი მინიმალური ფორმალობებით გაიაროს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]