საქართველოს საავიაციო ბაზარზე Kuwait Airways შემოდის
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

საქართველოს საავიაციო ბაზარზე Kuwait Airways შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ქუვეითის სახელმწიფოს კიდევ ერთი ავიაკომპანია Kuwait Airways იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ელ-ქუვეითი – თბილისი – ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 10 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია “Kuwait Airways”-ს სამოქალქო ავიაციის სააგენტოს მიერ 26 აპრილს მიენიჭა.

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways” ასრულებდა. 2017 წლიდან, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულება “Kuwait Wataniya Airways“-მა დაიწყო, მიმდინარე წლის ივნისიდან კი ფრენებს „Jazeera Airways” განახორციელებს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]