საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9.1%-ით გაიზარდა
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9.1%-ით გაიზარდა

2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9.1 %-ით არის გაზრდილი, – ინფორმაციას შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სტატისტიკა გაუმჯობესებულია, როგორც გადაფრენების ასევე, აფრენა-დაფრენის მიმართულებით. ასევე გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2018 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 32 907 ინსტრუმენტალური ფრენა. მაჩვენებელი 2 733 ფრენით მეტია 2017 წლის იანვარი – მარტის მაჩვენებელზე;

2018 წლის იანვარი – მარტის პერიოდში გადაფრენების რიცხვი 24 420 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე (23 364 ფრენა) 1 056 ფრენით, ანუ 4.5% -ით მეტია. საქართველოს აეროპორტებში აფრენა – დაფრენის რაოდენობა 8 487 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (6 810 ფრენა) 1 677 ფრენით, ანუ 24.6%-ითაა გაზრდილი.

2018 წლის იანვარი – მარტის განმავლობაში შესრულებული ფრენების ფაქტობრივი რაოდენობა აეროპორტების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისის აეროპორტში შესრულებული ინსტრუმენტალური აფრენა – დაფრენის რიცხვი 7 540 -ს გაუტოლდა, ბათუმის აეროპორტის კი 387-ს, ქუთაისის აეროპორტში შესრულებული ინსტრუმენტალური აფრენა – დაფრენა 560 ფრენას შეადგენს, მესტიაში 93 ვიზუალური ფრენა განხორციელდა, 20 კი ამბროლაურში.

2018 წლის იანვარი – მარტის პერიოდის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია შეადგენს 9 377 667 კმ-ს, რომელიც 2017 წლის იანვარი – მარტის მაჩვენებელზე (9 627 009 კმ) 249 342 კმ-ით ანუ 2.6%-ით ნაკლებია, რაც შპს “საქაერონავიგაციის” მიერ დანერგილი თავისუფალი მარშრუტების კონცეფციის შედეგია.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]