Business Insider: რა არის საჭირო კანადის მოქალაქეობის მისაღებად
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

[adinserter block="1"]
[adinserter block="2"]

Business Insider: რა არის საჭირო კანადის მოქალაქეობის მისაღებად

იმ შემთხვევაში, თუ კანადის მოქალაქეობის მიღება გსურთ, როგორც მოქალაქეს კარგი დახასიათება უნდა გქონდეთ და იმ ქვეყანაზე, რომელსაც მალე სახლს დაუძახებთ, ცოტა რამ მაინც იცოდეთ.

Business Insider გვთავაზობს რამდენიმე რჩევას, რომლებიც კანადის მოქალაქეობის მიღებაში დაგვეხმარება.

1. აუცილებლად უნდა იყოთ სრულწლოვანი, 18 წლის ასაკის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სრულწლოვანი არ ხართ, მაშინ არსებობს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც თქვენმა მშობელმა ან მეურვემ უნდა შეავსოს, რათა კანადის მუდმივი მოქალაქე გახდეთ.

2. კანადას იმიგრანტებისთვის სპეციალური დასაქმების სისტემა აქვს. როდესაც ქვეყანაში ჩადიხართ, ამოწმებენ თქვენს უნარებს, შემდეგ კი შესაფერის პოზიციას გთავაზობენ. სწრაფი დასაქმების პროგრამაში ჩართვის

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

შემდეგ, სპეციალურ ქულებს აგროვებთ, შემდეგ კი სხვა აპლიკანტებთან ერთად იმ სიაში შეგიყვანენ, რომლის მიხედვითაც უნარ-ჩვევების რეიტინგებს ადგენენ.

3. ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, შეგიძლიათ სურვილისამებრ აირჩიოთ საცხოვრებელი ადგილი. ოჯახისგან მიიღოთ საცხოვრებლით დახმარება ან კვებეკში წახვიდეთ, სადაც იმიგრანტებს შესაბამისი საცხოვრებელი ფართით აკმაყოფილებენ.

იცოდით რომ ისლანდიელებს გვარები არ აქვთ? – საინტერესო ფაქტები ისლანდიაზე

4. იმ შემთხვევაში, თუ კანადის მოქალაქეობის მიღებაზე თანხმობა მიიღეთ, ამ სახელმწიფოში დარჩენის მიზეზები უნდა დაასაბუთოთ. კანადის მთავრობა მუდმივი მაცხოვრებლის სახით, თავდაპირველად 2-დან 5 წლამდე დარჩენის უფლებას მოგცემთ, მაგრამ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდ დროს თუ გაატარებთ, მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსს დაკარგავთ.

5. ქვეყნის მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი თუ მიიღეთ, ეს ავტომატურად მოქალაქეობის მიღებას არ ნიშნავს, რადგან მის მისაღებად, კანადაში ჩასვლის 6 წლიდან, ბოლო 1 460 დღე (3 წელი) საზღვრების დატოვების გარეშე უნდა გაატაროთ.

6. აპლიკაციის შევსებისას გადასახადების გადახდის 4 წლის მონაცემები უნდა წარმოადგინოთ. ასევე, თქვენი შრომის ანაზღაურება და შესაბამისი კომპანიის დასახელებაც, რათა შეამოწმონ, რეალურად არსებობს თუ არა თქვენი სამუშაო დაწესებულება.

7. აუცილებელია, ინგლისურად ან ფრანგულად საუბრობდეთ, რადგან ქვეყანაში ეს ორი სალაპარაკო ენაა. კანადაში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი მათგანი გესაჭიროებათ. აღნიშნული ენების ძალიან კარგად ცოდნა არ მოგეთხოვებათ.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

8. კარგი იქნება თუ კანადის ისტორიას გადაავლებთ თვალს, რადგან აპლიკაციის შევსებისას ქვეყნის შესახებ შეკითხვები შეგხვდებათ, რომლებიც ღირებულებებს, ინსტიტუციებსა და სიმბოლოებს მოიცავს. ტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ავსებთ, თუ 16-დან 64 წლამდე ხართ. შეკითხვებს არამხოლოდ აპლიკაციაში, არამედ საელჩოში ან შესაბამის ადმინისტრაციაშიც დაგისვამენ. ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიება ამ ლინკზე შეგეძლებათ: Discover Canada: The Rights and Responsibilities of Citizenship.

9. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც, შეიძლება, კანადის მოქალაქეობაზე უარი გითხრან. მაგალითად, ხელისუფლება აუცილებლად იძიებს, ბოლო 4 წლის განმავლობაში კრიმინალური ქმედებებით ხომ არ “გახასიათებდათ”.

10. სანამ კანადის მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში მუდმივად ცივა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის კოლუმბიის სანაპიროსთან ახლოს იცხოვრებთ, გაზაფხული თებერვალში დაიწყება და მაქსიმალური ტემპერატურა 18ºC-მდე ავა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

წყარო: allnews.ge

[adinserter block="3"]
[adinserter block="4"]

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]