ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები განხორციელდება
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის წამყვან ავიაკომპანია Korean Air-თან აფილირებულ ტურისტულ სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის ბოლო თვეებში გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში მიმდინარე წლის 17, 24 და 31 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისები შესრულდება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის საშუალებით, საქართველოს 500-ზე მეტი კორეელი ტურისტი ეწვევა.
“აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეისების განხორციელება საფუძველს ჩაუყრის კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სამომავლოდ პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდას და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნას, რომელიც თავის მხრივ, ხელს
შეუწყობს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, არამედ ორმხრივი ეკონომიკური კავშირებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საგარეო უწყების ცნობით, 17 მაისს საინაუგურაციო რეისის აღსანიშნავად, სპეციალურად პირველი კორეელი ტურისტებისთვის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მოეწყობა დახვედრის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს