ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ფრენების სიხშირე და ახალი რეისები: როგორია 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონი
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ფრენების სიხშირე იზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, წელს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო აეროპორტებში სიხშირეების რაოდენობა 30-36%-ით გაიზარდა 430 სიხშირეს მიაღწია (2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 315-330 სიხშირე).
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, ამ მომენტისათვის არსებული მონაცემების შესაბამისად, 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები განხორციელდება კვირაში დაახლოებით 540-550 სიხშირით. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ზაფხულის სეზონზე – პიკურ პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, ფრენები სრულდებოდა კვირაში დაახლოებით 470 სიხშირით.
სიხშირეები აეროპორტების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კვირაში დაახლოებით 410-420 სიხშირე;
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კვირაში დაახლოებით 80-90 სიხშირე;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვირაში დაახლოებით 50-56 სიხშირე.
აღნიშნული მონაცემი სეზონის მიმდინარეობისას შესაძლებელია შეიცვალოს.
2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში საქართველოს საავიაცო ბაზარზე დაიწყება ფრენები ახალი მიმართულებებით:
Georgian Airways თბილისი-ბრატისლავა-თბილისი; თბილისი-ბერლინი-თბილისი; თბილისი-ბარსელონა-თბილისი; თბილისი-ბრიუსელი-თბილისი; თბილისი-ბოლონია-თბილისი; თბილისი-კიოლნი-თბილისი; თბილისი-პარიზი-თბილისი; თბილისი-ყაზანი-თბილისი; თბილისი-ათენი-თბილისი; თბილისი-სალონიკი-თბილისი
Wizz Air ქუთაისი-რიგა-ქუთაისი; ქუთაისი-ვროცლავი-ქუთაისი; ქუთაისი-ათენი-ქუთაისი; ქუთაისი-რომი-ქუთაისი; ქუთაისი-პარიზი-ქუთაისი; ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისი; ქუთაისი-პრაღა-ქუთაისი;
Salam Air თბილისი-მასკატი-თბილისი;
Ural Airlines კრასნოდარი-თბილისი-კრასნოდარი;
Flynas ჯედა-თბილისი-ჯედა; რიადი-თბილისი-რიადი.
ამავდროულად ბაზარზე გამოჩნდა ახალი კიმპანიები: Myway Airlines (ამ ეტაპზე ასრულებს მხოლოდ ჩარტერულ რეისებს), Korean Air (ასრულებს ჩარტერულ რეისებს) Iran Air; Salam Air; Jazeera Airways; Kuwait Airways; Flynas
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს