ხუთი სახის საფრთხე, რომელიც ემიგრანტებს საბერძნეთში ემუქრებათ
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ხუთი სახის საფრთხე, რომელიც ემიგრანტებს საბერძნეთში ემუქრებათ

ინტერნეტ საიტმა www.georgians.gr -მ მოამზადა იმ შესაძლო საფრთხეთა სია, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ ქვეყანაში გაემგზავრებით. ეს საფრთხეები ეხება კონკრეტულად საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებს და უნდა აღვნიშნოთ, რომ ამით ქვეყანაზე არ უნდა შეგექმნათ მცდარი წარმოდგენა. საბერძნეთი თავის მხრივ მშვიდი და უსაფრთხო ადგილია, თუმცა ემიგრანტის ყოფა აქ გაცილებით განსხვავებულია.

1) გართობაზე ორიენტირებული ცხოვრების წესი

თუ თქვენ საბერძნეთში მხოლოდ განტვირთვისთვის ჩამოხვედით და გაქვთ სტაბილური შემოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ოჯახის მოთხოვნებს, მაშინ ასეთი ცხოვრების წესი თქვენთვისაა. ხოლო თუ სასწავლებლად და სამუშაოს საძებნელად ჩამოხვედით, ბერძნების ცხოვრების წესი ნამდვილად გავნებთ. სანამ ჩამოხვალთ სასურველია გაიაროთ ენის კურსები, მიიღოთ დაზღვევა, გაუმკლავდეთ სწავლსა და სამუშაო რეჟიმს.

2) თაღლითობა, ქურდობა

ეს არის ის, რასთან ადაპტაციაც აუცილებლად მოგიწევთ, საბერძნეთში ჩასვლისას. უნდა გაითვალისწონოთ, რომ იქონიოთ თქვენი ყველა საბუთის ასლი და შეინახოთ ორიგინალები უსაფრთხო ადგილას. აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოთ კანონებთან დაკავშირებით, რომლებიც განიჭებთ როგორც პასუხისმგებლობებს, ასევე უფლებებს.

3) ჩხუბი და არატოლერანტული დამოკიდებულება ყოველდღიურ ცხოვრებაში

ურთიერთობის დასაწყისში ბერძნები ძალიან გულღიები და კარგი მოსაუბრეები ჩანან. თუმცა მათთან გრძელვადიანი ურთიერთობა საკმაოდ კარგ ნერვულ სისტემას მოითხოვს. თქვენ ნელნელა აღმოაჩენთ, რომ მათ არ შეუძლიათ ხშირი დათმობა. ემიგრანტებისთვის რთულია მათთან მუშაობა, ამგვარი ხასიათის გამო.

4) ალკოჰოლი

ბერძნებისთვის ალკოჰოლი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთი ემიგრანტი ითავსებს ამ ტრადიციას, რასაც ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულ შემთხვევამდე მივყავართ.

5) დეპრესია

დეპრესია ემიგრაციის თანმხლები ფენომენია. საკუთარ სამშობლოსთან, მეგობრებთან, ოჯახთან კავშირის წყვეტა ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. თავიდან ემიგრანტებს ეიფორია იპყრობს, შემდეგ კი, ნელნელა ეს ყველაფერი საშინელ სტრესსა და მოწყენილობაში გადადის.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

წყარო: georgians.gr

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]