ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთ ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ გამგზავრება
ახალი რეგულაცია 2018 წლის 15 ივნისიდან შევიდა ძალაში.
საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროს ტერიტორიაზე შესვლა ამიერიდან ვიზის გარეშე შეუძლიათ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება დღეს, 15 ივნისს შევიდა ძალაში.
„უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მონტენეგროს ტერიტორიაზე და ქვეყანაში გაატარონ 90 დღე 180-დღიან პერიოდში”, — ნათქვამია განცხადებაში.
ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მონტენეგროში მიემგზავრებოდა, შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ.) ესაჭიროებოდა.
საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 29 ოქტომბერს დამყარდა.
შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველო 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და საერთო ჯამში 90 დღით გაჩერება შეუძლიათ ვიზის გარეშე.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს