ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
იტალიაში მცხოვრებ ქართველებს: მოხდება თუ არა არალეგალი მიგრანტების ლეგალიზება
სოციალურ ქსელების საშუალებით იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ საქართველოს მოქალქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს იტალიის მთავრობამ გამოსცა ახალი საემიგრაციო კანონი, რომელიც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი მიგრანტების ლეგალიზაციას ეხება. ამასთან დაკავშირებით DIASPORA.GE დაუკავშირდა იტალიის რესპუბლიკის სასამართლოს მედიატორს, აკრედიტირებულ თარჯიმანს იტალიაში და ასოციაცია A.I.S. პრეზიდენტს ქალბატონ ნინო რურუას: “უპირველესად მინდა განვაცხადო რომ აღნიშნული ინფორმაციის წყარო არის გაურკვეველი წარმომავლობის, სადაც არც თარიღია მითითებული და არც სტატიის ავტორი, ეს კი საკმაოდ მყარი არგუმენტია იმისა რომ ყოველგვარ რეალურ ფაქტს არის მოკლებული. არავინ იცის ვინ დაწერა და რაზე დაყრდობით , ამასთან მითითებული არ არის კანონის ნომერი და სხვა აუცილებელი დეტალები .(საყურადღებოა ასევე ისიც რომ თავად ინფორმაცია 2002 წელსაა დაწერილი)
მეორე და მნიშვნელოვანი გახლავთ ის გარემოება რომ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ხდება სახელმწიფოში და განსაკუთრებით იტალიაში არსებობს ოფციალური ვებ გვერდები, სადაც ინფორმაცია თავსდება და საჯაროა. არსებობს ასევე gazzetta ufficiale სადაც ნებისმიერი ოფიციალური ინფორმაცია იბეჭდება, და რაც მთავარია ყველა კანონი და საკანონმდებლო აქტი ოფიციალურად ქვეყნდება. აღნიშნულის მსგავსი ინფორმაცია კი ბოლო პერიოდში არ გამოქვეყნებულა.”
წყარო: DIASPORA.GE
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს