საბერძნეთის მოქალაქეობის შესახებ კანონი იცვლება (დეტალები)
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

[adinserter block="1"]
[adinserter block="2"]

საბერძნეთის მოქალაქეობის შესახებ კანონი იცვლება (დეტალები)

ვინც სხვადასხვა დროს ბერძნულ სკოლაში სწავლობდით შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორ კვირაში საბერძნეთის მოქალაქეობის შესახებ კანონში, რამოდენიმე გარდამავალი დებულება უქმდება. ვინც აქამდე აპირებდით განცხადების შეტანას კარგი იქნება თუ იჩქარებთ.

N. 4332/2015 კანონის მეორე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, 2018 წლის 9 ივლისამდე, საბერძნეთის მოქალაქეობაზე განცხადების შეტანა შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემდეგ კატეგორიას:

ა.
1) ვინც 2015 წლის 9 ივლისამდე წარმატებით დაამთავრა პირველი და მეორე საფეხურის განათლების 9 კლასი,
ან
მეორე საფეხურის განათლების 6 კლასი,
2) იყო არასრულწლოვანი ზემო აღნიშნული სწავლის პერიოდის დროს,
3) იყო სრულწლოვანი 2015 წლის 9 ივლისისთვის.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი

ბ.
1) ვინც 2015 წლის 9 ივლისამდე წარმატებით დაამთავრა პირველი და მეორე საფეხურის განათლების 9 კლასი,
ან
მეორე საფეხურის განათლების 6 კლასი,
2) იყო სრულწლოვანი ზემო აღნიშნული სწავლის პერიოდის დროს თუმცა არ იყო გადაცილებული 23 წელს.

თუ ამ ორი ძირითადი კატეგორიიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებთ იჩქარეთ რადგან კანონის მოქმედების ბოლო ვადაა 2018 წლის 9 ივლისი.

ვისაც განსაკუთრებით გეჩქარებათ ჩაბარება გახსოვდეთ, რომ სამინისტროს გარდა საჭირო მოწმობების თარგმანი ასევე შესაძლებელია გაკეთდეს ადვოკატის მიერ რითაც მნიშვნელოვნად დაზოგავთ დროს.

თუმცა ყველაზე მთავარი დოკუმენტი აქ არის არა თარგმანი არამედ საჭირო დოკუმენტების სიაში მოცემული მე-5 მოწმობა. იმედია ასეთი დოკუმენტი უკვე აღებული გაქვთ ან განცხადება შეტანილი გაქვთ რადგან მისი აღება ყველაზე მეტად აგვიანებს.

წინასწარი გადახდის გარეშე სასტუმროს დაჯავშნა

[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

* ბერძნული საგანმანათლებლო სისტემის მიხედვით, პირველი საფეხურის განათლებად ითვლება 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით სწავლა (ბერძ. Δημοτικό).

მეორე საფეხურის განათლებად ითვლება 6-დან 9 კლასი (ბერძ. Γυμνάσιο) და 9-დან მე-12 კლასის (ბერძ. Λύκειο) ჩათვლით სწავლა, – წერს საბერძნეთში მოქმედი ქართველი ადვოკატი, პაატა სიმსივე საკუთარ Facebook გვერდზე

იაფი ავიაბილეთები

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

[adinserter block="3"]
[adinserter block="4"]

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]