Myway Airlines-მა საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარულ ფრენები დაიწყო
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Myway Airlines-მა საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

ქართული სამგზავრო ავიაკომპანია Myway Airlines-ი, საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.
რეისები თბილისი – თელ-ავივი – თბილისის საჰაერო ხაზზე 28 ივნისს დაიწყო, ფრენა კვირაში 3 სიხშირით, ყოველი ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თბილისი – თელ-ავივი – თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი 451 ლარიდან იწყება, ხოლო ერთი გზის ავიაბილეთის ფასი კი 247 ლარიდანაა. აღნიშნული ტარიფი მოიცავს: კვებას ბორტზე, 25 კგ. ბარგს და 10 კგ. ხელბარგს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Myway Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 21 ივნისს მიენიჭა.

ქართულმა ავიაკომპანიამ რეგულარული საავიაციო მიმოსვლა 12 ივნისიდან დაიწყო. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი Myway Airlines-ზე იანვარში, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა თებერვალში გაიცა. ამ ეტაპზე Myway Airlines-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]