ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
ვინ სარგებლობს მოქალაქის და სამგზავრო პასპორტის აღებისას შეღავათებით
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განმარტებულია, რა კატეგორიის მოქალაქეებზე ვრცელდება შეღავათები საქართველოს მოქალაქისა და სამგზავრო პასპორტის აღებისას.
სააგენტოს ცნობით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებულ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქისა და სამგზავრო პასპორტს მიიღება უფასოდ შეუძლიათ.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები სარგებლობენ შეღავათებით, ძირითადი საფასურის 50 %-ით. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ასევე 50 %-ით.
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია, ასეთ შემთხვევაში მოქალაქისა და სამგზავრო პასპორტს უფასოდ მიიღებს.
18 წლამდე პირები სარგებლობენ 50-პროცენტაინი ფასდაკლებით.
სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია სტუდენტის სტატუსის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% -ით, 95 ლარი (100 ლარის ნაცვლად).
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს