ქუთაისის აეროპორტი ივლისში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ქუთაისის აეროპორტი ივლისში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

2018 წლის ივლისში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით,აეროპორტი ივლისში 75,372 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივლისი 49,629 მგზავრი), რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ზრდაა რეისების რაოდენობის მიხედვით – 2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, ეს 34 %-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ივლისში – 188 რეისი.

2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310,115 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია (2017 წლის 7 თვე – 233,261 მგზავრი).

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]