Eurocontrol-ი: 20 წლის შემდეგ ევროპის უმსხვილესი აეროპორტები უკიდურესად გადატვირთული იქნება
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Eurocontrol-ი: 20 წლის შემდეგ ევროპის უმსხვილესი აეროპორტები უკიდურესად გადატვირთული იქნება

Eurocontrol-ის კვლევების მიხედვით, 20 წლის შემდეგ ევროპის უმსხვილესი აეროპორტები, საჰაერო მიმოსვლის ინტენსიფიკაციის გამო, უკიდურესად გადატვირთული იქნება.

Eurocontrol-ში აღნიშნულის მიზეზად უმეტესწილად „ლოუკოსტერების“ ქსელის განვითარებითა და სიხშირეების ზრდით ხსნიან.

ექსპერტები 2040 წლისთვის 4 მლნ-ზე მეტ ავიარეისს პროგნოზირებენ, რაც საშუალოდ 360 მლნ მგზავრს გულისხმობს. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში აეროპორტებში რეისების დაგვიანების საშუალო მაჩვენებელი 20 წუთი იქნება, ხოლო 1 საათზე მეტი დაგვიანებით განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა კი დღევანდელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება, რაც თავის მხრივ 0.5 მლნ მგზავრს შეეხება.

Eurocontrol-ში პრობლემის მოგვარებას აეროპორტების გაფართოებაში ხედავს, რასაც თავის მხრივ ევროპის სახელმწიფოების მზაობაც სჭირდება. კვლევის ავტორები პრობლემის მოგვარების გზად ავიარეისების შემცირებაში და სანაცვლოდ ბორტზე სავარძლების დამატებაში ხედავს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]