ავიაკომპანია Wizz Air მომხმარებლებს აფრთხილებს
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ავიაკომპანია Wizz Air მომხმარებლებს აფრთხილებს

კომპანია Wizz Air-ი მომხმარებლებს მიმართავს და აცხადებს, რომ საზოგადოების მოტყუების მიზნით, კომპანიის მსგავსი ბრენდინგით და სახელით ფუნქციონირებს ყალბი ვებგვერდი და Facebook გვერდი. ინფორმაციას Wizz Air-ის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვებგვერდი სოციალურ მედიაში გავრცელებული შეტყობინებით ავრცელებს მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეტყობინების Facebook-ზე გაზიარების შემთხვევაში, მომხმარებლებს აქვთ შანსი, რომ Wizz Air-ის 2 ბილეთი 1 დოლარად შეიძინონ”- აცხადებენ კომპანიაში.

Wizz Air – აფრთხილებს მომხმარებლებს, არ ისარგებლონ იმ ვებგვერდებითა და ბმულებით, რომლებიც ავიაკომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო პლათფორმებზე არ ვრცელდება.

Wizz Air-ი აუცილებლად მიიღებს ზომებს ყველა იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომელთაც Wizz Air-ის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ”, – წერია განცხადებაში.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

სასტუმროს დაჯავშნა გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]