Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვოლოდიმირ ომელიანის მიერ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Georgian Airways-მა ივლისში უკრაინის აეროპორტებში განხორციელებული რეისების 90.9%-ი გაწერილი განრიგის სრული დაცვით განახორციელა და ამ მაჩვენებლით რეიტინგის მეოთხე ადგილზეა.

რაც შეეხება ავიაბაზრის ახალ მოთამაშეს Myway Airlines-ს, მან სრული სიზუსტით რეისების 87.5%-ი განახორციელა და ამ ფონზე ივლისის რეიტინგში მეექვსე პოზიციაზეა. უკრაინის აეროპორტებში ივლისის განმავლობაში 2331 საერთაშორისო რეისია განხორციელებული, რომლის 68.1%-ი ავიაკომპანიებმა დროულად განახორციელეს.

პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში, უკრაინის აეროპორტებში შესრულებული რეისების მიხედვით, პირველ ადგილზეა Alitalia, რომელმაც რეისების 96.8%-ი გაწერილი განრიგის მიხედვით განახორციელა. ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე ადგილზეა Belavia, რომელმაც ივლისში უკრაინის აეროპორტებში განხორციელებული რეისების 92.8%-ი დროულად განახორციელა. რეიტინგში მესამე ადგილზე არაბული ავიაკომპანია Qatar Airways-ი, რომელის მიერ ივლისში განხორციელებული რეისების 91.8%-ი განრიგის მიხედვით შესრულდა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

სასტუმროს დაჯავშნა გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]