დასაქმება საფრანგეთში: უფასო იახტა და სახლი ზღვის ხედით
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

დასაქმება საფრანგეთში: უფასო იახტა და სახლი ზღვის ხედით

მათ ვისაც სურს საფრანგეთში სამუშაოდ გადასვლა, ფრანგებმა საუცხოო შეთავაზება მოუმზადეს და მსურველებს პირობას აძლევენ რომ შეუქმნიან საუკეთესო სამუშაო და საცხოვრებელ გარემოს.

ექიმების საგანგაშო დეფიციტის გამო, პატარა ფრანგული დასახლებების ადგილობრივ მმართველებს სპეციალისტების მისაზიდად უწევთ მოიფიქრონ ორიგინალური მეთოდები. 2017 წელს ზღვისპირა ქალაქი ბარნევილ-კარტერეტი საფრანგეთის მთელს ჩრდილოეთ სანაპიროზე შეეძლო ეამაყა იმ ფაქტით, რომ ქალაქში მათ ყავდათ 5 ექიმი. მაგრამ რამოდენიმე თვის წინ ქალაქი სამმა ექიმმა უკვე დატოვა. ქალაქში ცხოვრობს 3 ათასი ადამინი, ხოლო ზაფხულში კი შვებულების ხარჯზე მათი რაოდენობა სამმაგდება, ამიტომ ამ ქალაქს აუცილებლად ესაჭიროება რამოდენიმე ექიმი. ამ მიზნით ქალაქის მერმა პიერ ჟანმა მოიფიქრა სამსახურის შეთავაზების შესანიშნავი ფორმა, რომელიც მისივე იმედით იქნება იმდენად კარგი რომ მასზე უარის თქმა ცოტას თუ შეეძლება, იუწყება გამოცემა The Local.

ექიმებს, რომლებიც გადაწყვეტენ აღნიშნულ ქალაქში გადასვლას, უსასყიდლოდ გადასცემენ ბინას ზღვის ხედით, უფლებას მისცემენ გამოიყენონ იახტა, პორტში უფასო ადგილით და თვეში ერთხელ რესტორანში უფასოდ შესთავაზებენ ვახშამს.

დღეისათვის, საფრანგეთში ყველაზე ბევრი კვალიფიციური ექიმია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ ახალგაზრდა ექიმებს ურჩევნიათ დიდ ქალაქებში მუშაობა, სადაც ხელფასები ბევრად მაღალია ან მიემგზავრებიან უფრო პოპულარულ რაიონებში, სადაც უფრო თბილა. ამის შედეგად პატარა დასახლებებს ექმნებათ სერიოზული პრობლემა პენსიაზე გამსვლელი ექიმების ახალი კადრებით ჩანაცვლების საკითხში.

ჩრდილოეთ სანაპიროზე, სხვა პატარა დასახლებებიც ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას, მსგავსი კრეატიული შეთავაზებების გამოცხადებით. მაგალითისთვის 2016 წელს ერთ-ერთი პატარა ფრანგული ზღვისპირა დასახლების მაცხოვრებლები შეიკრიბნენ და სანაპიროზე დაწერეს დიდი განცხადება, რომ მათ ესაჭიროებათ ექიმი. დუარნენში კი ასეთი განცხადება დაიბეჭდა 9 ათას სარესტორნო ხალიჩებზე იმის იმედად, რომ რომელიმე ტურისტი-ექიმი ნახავს განცხადებას და გამოეხმაურებათ მათ. ხოლო ლა-გარნაშის ადგილობრივი ხელისუფლება იმდენად შორს წავიდა, რომ სოციალური ქსელისთვის ე.წ ვირუსული ვიდეო შექმნეს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

სასტუმროს დაჯავშნა გადახდის გარეშე

წყარო: abcnews.com.ua

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]