თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები ლირას გაუფასურების გამო სამშობლოში ბრუნდებიან
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები ლირას გაუფასურების გამო სამშობლოში ბრუნდებიან

ბოლო პერიოდში თურქული ლირას გაუფასურებამ ქართველი ემიგრანტებისთვის პრობლემა შექმნა. როგორც ცნობილია, აგვისტოს თვეში თურქული ვალუტის მკვეთრმა რყევებმა ემიგრანტების დიდ ნაწილს ფინანსური პრობლემები შეუქმნა და სამშობლოში ბრუნდებიან. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

45 წლის დალი პატარქალაშვილი ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტია, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა, მუშაობდა და ფულს ოჯახს უგზავნიდა. დალი პატარქალაშვილი აღნიშნავს, რომ ლირას დაწევით მან იმდენად დიდი ფინანსური ზარალი ნახა, რომ დროებით ოჯახთან დაბრუნება არჩია.

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

„სანამ ლირა გაუფასურდებოდა, სულ ცოტა ანაზღაურება 500 აშშ. დოლარი გამომდიოდა, ბოლოს კი 300 აშშ. დოლარიც კი არ გამოვიდა მთლიანობაში. უბრალოდ სხვა გზა აღარ დამრჩა იმდენად რთულ სიტუაციაში ვიყავი. აქეთ ფულს ვერ ვაგზავნიდი, რაც საჭირო იყო იმდენს და იქ მითუმეტეს, კაპიკი არ მქონდა. ვერ დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას. მე არ ვიცი, როდის გამოსწორდება ეს სიტუაცია და იმხელა ვალებს ვერ დავიდებდი, რასაც ვერ მერე გადავიხდი. ახლა აქ ვარ, ჩემს ოჯახთან და ჯერ არ ვაპირებ დაბრუნებას“,- გვიამბობს დალი პატარქალაშვილი.

აეროპორტიდან ტრანსფერის დაჯავშნა
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "1743db2eb1"

მისივე თქმით, მსგავსი გამოცდილება ბევრმა ქართველმა ემიგრანტმა გაიზიარა. არიან ისეთებიც, რომლებიც გეგმავდნენ სტამბულში მოხუცის მოსავლელად წასვლას, მაგრამ გადაიფიქრეს.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

სასტუმროს დაჯავშნა გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]