"აეროპორტში დაგვტოვეს 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი" - რას ედავება ავიაკომპანია "ვიზეარს" ქართველი მგზავრი
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

“აეროპორტში დაგვტოვეს 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი” – რას ედავება WizzAir-ს ქართველი მგზავრი

ავი­ა­კომ­პა­ნია “ვი­ზე­არ­თან” და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვა­მენ. AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი მგზავ­რი ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე და­უ­კავ­შირ­და და გვი­ამ­ბო, რომ თვითმფრი­ნავ­მა, რო­მე­ლიც 10 აგ­ვის­ტოს მი­ლა­ნი­დან ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოფ­რინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით, 18 მო­ქა­ლა­ქე აე­რო­პორ­ტში და­ტო­ვა.

მა­ცა­ბე­რი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მგზავ­რე­ბის მხრი­დან დაგ­ვი­ა­ნე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ბარ­გის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ი­წე­ლა და ამის გამო თვითმფრი­ნავ­ში ას­ვლა ვე­ღარ მო­ას­წრეს.

“10 აგ­ვის­ტოს მი­ლა­ნი­დან ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვბრუნ­დე­ბო­დით. ფრე­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:05 სა­ათ­ზე იყო. ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ 2 სა­ა­თით ადრე იწყე­ბა რე­გის­ტრა­ცია. აე­რო­პორ­ტში მი­ვე­დით და და­ახ­ლო­ე­ბით 17:10 სა­ათ­ზე უკვე ბარ­გის ჩა­სა­ბა­რებ­ლად რიგ­ში ვი­დე­ქით. ძა­ლი­ან ნელა მუ­შა­ობ­დნენ, გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და მხო­ლოდ ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ეს პრო­ცე­სი თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­წე­ლეს. რო­დე­საც უკვე გაფ­რე­ნის დრო მო­ახ­ლოვ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 18:30 სა­ათ­ზე, იმის ნაც­ვლად, რომ თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ე­მა­ტე­ბი­ნათ, პი­რი­ქით ერ­თმა და­ტო­ვა და მხო­ლოდ ერ­თმა გა­აგ­რძე­ლა ბარ­გის ჩა­ბა­რე­ბა” – აცხა­დებს ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას მგზავ­რი იხ­სე­ნებს, რომ ბარ­გის ჩა­ბა­რე­ბა მან მხო­ლოდ 18:44 სა­ათ­ზე მო­ა­ხერ­ხა, მა­შინ როცა ფრე­ნა 19:05 იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი. მა­ცა­ბე­რი­ძის თქმით, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და პას­პორტ-კონ­ტრო­ლის გავ­ლის შემ­დეგ, გე­ით­თან მი­სულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ის უკვე და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ.

„რო­დე­საც ჩემი რიგი მო­ვი­და უკვე 18:44 სა­ა­თი იყო. ბარ­გის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, რა თქმა უნდა, გე­ი­თის­კენ გა­ვი­ქე­ცით. აქვე უნდა გი­თხრათ, რომ ეს აე­რო­პორ­ტი არის ძა­ლი­ან დიდი და ერთი გა­სას­ვლე­ლი­დან მე­ო­რემ­დე მი­სას­ვლე­ლად მან­ძი­ლი კი­ლო­მეტრზე მე­ტია. სწო­რედ ამი­ტომ, “ვი­ზე­არს” სა­იტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ ბარ­გის ჩა­ბა­რე­ბი­დან თვითმფრი­ნა­ვის გაფ­რე­ნის დრომ­დე მგზავრს უნდა ჰქონ­დეს 50 წუთი.

მოკ­ლედ, გა­ვი­ა­რეთ უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტრო­ლი, პას­პორტ კონ­ტრო­ლი და გე­ით­თან მი­სუ­ლებს გე­ი­თი და­კე­ტი­ლი დაგ­ვხვდა. იქ იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც, რომ­ლებ­საც აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უთხრეს, რომ თვითმფრი­ნა­ვი უკვე გაფ­რინ­და. ეს იყო ტყუ­ი­ლი, რად­გან თვითმფრი­ნა­ვი რე­ა­ლუ­რად გა­მოფ­რინ­და 20:20 სა­ათ­ზე. ამ 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ თვითმფრი­ნავ­ში ატა­ნილ ჩვენს ბარ­გს ეძებ­დნენ გვა­რე­ბის მი­ხედ­ვით და ყრიდ­ნენ უკან. რო­გორც მე დავ­თვა­ლე, ვინც იქ დარ­ჩა და ვერ გა­მოვფრინ­დით, ვი­ყა­ვით 18 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

შემ­დეგ როცა ფო­რუ­მებ­ზე წა­ვი­კი­თხე ინ­ფორ­მა­ცია, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი წერს, რომ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის მიერ თურ­მე ბი­ლე­თე­ბის ორ­ჯერ გა­ყიდ­ვა ხდე­ბა და შე­საძ­ლოა ეს იყო მი­ზე­ზი. პირ­ველ რიგ­ში ვე­და­ვე­ბით იმ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც ჩვე­ნი გა­დაყ­ვა­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას­ზეა და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­კი­თხი რომ დად­გეს, მე აე­რო­პორ­ტს ვერ მივ­წერ. მე უნდა მივ­წე­რო კომ­პა­ნი­ას, მის­გან მო­ვი­თხო­ვო კომ­პენ­სა­ცია და მერე მან თუ უნდა აე­რო­პორ­ტის­გან ამო­ი­ღოს, თუ უნდა პრე­ზი­დენ­ტის­გან” – აღ­ნიშ­ნავს ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე.

wizzair

მი­სი­ვე თქმით, მი­ლა­ნის აე­რო­პორ­ტში დარ­ჩე­ნილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის სა­კონ­სუ­ლო­საც მი­მარ­თეს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. რო­გორც ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­კონ­სუ­ლოს არ აინ­ტე­რე­სებს რო­გორ ირ­ღვე­ვა სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მათ ვერც “ვი­ზე­ა­რის” წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან შეძ­ლეს და­კავ­ში­რე­ბა და ვერც სა­კონ­სუ­ლოს­გან მი­ი­ღეს დახ­მა­რე­ბა.

“თვითმფრი­ნა­ვის გაფ­რე­ნის შემ­დეგ უკვე შე­ვე­ცა­დეთ ად­გილ­ზე გვე­პო­ვა “ვი­ზე­ა­რის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ად­გილ­ზე არა­ვინ მსგავ­სი არ იყო. და­ვუ­რე­კეთ კომ­პა­ნი­ას ცხელ ხაზ­ზე ბუ­და­პეშ­ტში, არა­ვინ გვი­პა­სუ­ხა. ასე­ვე ვცდი­ლობ­დით მათ­თან კი­ევ­ში და­კავ­ში­რე­ბას და ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. ამის შემ­დეგ უკვე დავ­რე­კეთ ჩვენს სა­კონ­სუ­ლო­ში, მო­ვუ­ყე­ვით სი­ტუ­ა­ცია და ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა. კონ­სუ­ლის პა­სუ­ხი იყო – ეს არის კერ­ძო კომ­პა­ნია, არა­ფერს აზრი არ აქვს და ვე­რაფ­რით და­გეხ­მა­რე­ბი­თო.

ერთი სი­ტყვით, სა­კონ­სუ­ლოს სულ არ აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ირ­ღვე­ვა სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულ­მა მი­თხრა, რომ ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი რამ იტა­ლი­ა­ში ორ­ჯერ მოხ­და. გა­ვი­გეთ ასე­ვე, რომ ჩვენს გაფ­რე­ნამ­დე წინა დღეს ათენ­ში და­ტო­ვეს 14 მო­ქა­ლა­ქე. ბო­ლოს უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ჩვენს ახ­ლობ­ლებს ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა, რომ ახა­ლი რე­ი­სის ბი­ლე­თე­ბი შეგ­ვე­ძი­ნა და მე­ო­თხე დღეს მო­ვა­ხერ­ხეთ მი­ლა­ნი­დან გა­მოფ­რე­ნა”, – გა­ნა­ცხა­და მგზავ­რმა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ავი­ა­კომ­პა­ნია „ვი­ზე­არს“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჰყავს. სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია:

„ვი­ზე­არს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არ ჰყავს. ჩვენ ვართ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფი. აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია, რომ თქვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას მივ­წე­როთ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით” – გან­გვი­ცხა­და სა­უბ­რი­სას “ვი­ზე­ა­რის” სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე კომ­პა­ნია „ვი­ზე­ა­რის“ წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა­საც გეგ­მავს.

wizzairmgzavrebi

“აქე­დან რომ მივ­დი­ო­დით 5 სა­ა­თით და­იგ­ვი­ა­ნა რე­ის­მა და კომ­პა­ნი­ას კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნით მივ­წე­რეთ, მომ­ხდა­რიც გან­ვუ­მარ­ტეთ. ასე­ვე, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც ვა­პი­რებთ ამ ამ­ბის სე­რი­ო­ზუ­ლად მო­კი­თხვას. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობთ, რომ “ვი­ზე­ა­რის” წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლიც შე­ვი­ტა­ნოთ,“ – აღ­ნიშ­ნა მან.

ფოტო: ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე

წყარო: ambebi.ge

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

სასტუმროს დაჯავშნა გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]