ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
კველვა: რომელ ქვეყნებს ირჩევენ თბილისელები სამოგზაუროდ
ყოველ მესამე თბილისელს (33%) ერთხელ მაინც უმოგზაურია საზღვარგარეთ, ასეთია კომპანია “ეისითის” კვლევის შედეგები.
კვლევის თანახმად, თბილისელების 27% პირადი მიზნით, ხოლო 11% სამსახურეობრივი ვიზიტით ყოფილა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული ქვეყანები თურქეთი (47%), რუსეთი (36%), გერმანია (34%), აზერბაიჯანი (23%) და საფრანგეთია (21%) აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ თურქეთში მოგზაურობა განსაკუთრებით პუპულარულია 24 წლამდე თბილისელებში, რუსეთში მოგზაურობის გამოცდილება უფროსი ასაკის (55+) თბილისელებს აქვთ, საშუალო ასაკის თბილისელები (25-34) კი გერმანიას ირჩევენ.
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"
მოგზაურთა შორის მკვეთრად გაიზარდა ევროკავშრის ქვეყნების მიმართ ინტერესი, რაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით უნდა იყოს განპირობებული.
თბილისელების უმრავლესობა მოგზაურობისათვის საჭირო ბიუჯეტს მთელი წლის განმავლობაში აგროვებს, ხოლო მათი უმეტესობა, ვინც სამოგზაუროდ წასვლას ვერ ახერხებს, სწორედ უფულობას ასახელებს მთავარ მიზეზად.
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "1743db2eb1"
საინტერესო განსხვავებები გამოვლინდა ქალებსა და კაცებს შორის. როგორც კვლევის მონაცემები ადასტურებს, ქალები ძირითადად ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობენ, კაცები კი მეგობრებთან ერთად. ამასთან, კაცები, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც უფრო მეტ თანხას ხარჯავენ საზღვარგარეთ ყოფნისას ვიდრე ქალები.
კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი-პირისპირ ინტერვიუ.
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს



