11 ფაქტი ავიაფრენებზე, რომელიც ყველა მოგზაურმა უნდა იცოდეს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

11 ფაქტი ავიაფრენებზე, რომელიც ყველა მოგზაურმა უნდა იცოდეს

ადამიანებმა სამოგზაუროდ წასვლამდე არა მხოლოდ დოკუმენტები უნდა მოაწესრიგონ, არამედ ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინონ. გთავაზობთ 11 ფაქტს, რომლის ცოდნაც გამგზავრებამდე გამოგადგებათ.

1. მარცხნიდან რიგი უფრო მოკლეა

ავიამოგზაურობა ხშირად უკავშირდება რიგებს: რეგისტრაცია, უსაფრთხოება, პასპორტის კონტროლი და ა.შ. თუ თქვენ დროის დაზოგვა გჭირდებათ, ყველაზე მარცხენა მხარეს დადექით, რადგან ადამიანების უმრავლესობა ინტუიციურად მარჯვენა მხარეს დგება.

2. აეროპორტებში ძილი არ შეიძლება

მსოფლიოში აეროპორტების უმრავლესობას აქვს ოფიციალური წესი, რომელიც მგზავრებს ტერიტორიაზე ძილს ასე თუ ისე უზღუდავს. მართალია, მას ხშირად მკაცრად არ იცავენ, თუმცა თუ დაცვის თანამშრომელი გაღვიძებთ და ბილეთის ჩვენებას გთხოვთ, ჯობს არ შეეწინააღმდეგოთ.

შეეცადეთ იპოვოთ ე.წ საძილე ბოქსები: ისინი ტერმინალებთან ახლოსაა და სასტუმროზე იაფია.

3. ზოგიერთი აეროპორტი ღამით საერთოდ იხურება

შესაძლოა თქვენ ქუჩაში არ გაგაგდონ, თუმცა გაფრენის ზონაში ადრე შესვლა, ყავის ყიდვა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება არ გექნებათ. თუ თქვენ ბევრი დრო გაქვთ გადაჯდომამდე, ჯობის აეროპორტის მუშაობის წესებს მის ვებგვერდზე წინასწარ გაეცნოთ.

4. გადაჯდომამდე ხანგრძლივი პაუზისას ქალაქში გასვლა შეიძლება

გადაჯდომამდე ხანგრძლივ პაუზას ხშირად იძულებით უსიამოვნებად მიიჩნევენ, თუმცა შესაძლებელია ამ სიტუაციის სასიამოვნოდ გამოყენება: თქვენ შეგიძლიათ ქალაქში გახვიდეთ და თქვენს მოგზაურობას დამატებითი შთაბეჭდილებები შეჰმატოთ.

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

5. შესაძლოა რეისზე ბილეთითაც კი ვერ მოხვდეთ

ამას overbooking-ს უწოდებენ: ავიაკომპანიები რეისზე იმაზე მეტ ბილეთს ჰყიდიან, ვიდრე თვითმფრინავში ადგილია. თუმცა ეს სრულიად კანონიერია. თუ თქვენ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით, ნერვიულობა არ ღირს: ავიაკომპანია აუცილებლად შემოგთავაზებთ მომდევნო რეისს და ხშირად შესაძლია ბონუსიც მიიღოთ.

6. შესაძლოა ამის გამო ბიზნეს-კლასში უფასოდ აღმოჩნდეთ

Overbooking-ი შესაძლოა თქვენთვის კიდევ უფრო კომფორტული აღმოჩნდეს. თუ ჩასხდომის დროს ბოლოს მიხვალთ და გაიკვევა, რომ ეკონომ კლასში თქვენი ადგილი აღარ არის, შეიძლება ბიზნეს კლასში განგათავსონ.

7. თუ დარეგისტრირდებით, შეგიძლიათ მოხერხებული ადგილი შეარჩიოთ

ეკონომ კლასსაც კი აქვს კომფორტული ადგილები. თვითმფრინავის სალონი გაყოფილია გატიხრული სექციებით, ხოლო მათ წინა სავარძლებში ჯდომა უფრო კომფორტულია. თუ გსურთ ეს ადგილები დაიკავოთ, მაშინ ონლაინ დარეგისტრირდით და რეგისტრაციის დაწყებიდან 1 საათის განმავლობაში ამ ადგილებს მოიპოვებთ.

8. ვერავინ დაგიშლით ბორტზე არასტანდარტული მენიუს ატანას

ბორტზე 100 მილიგრამზე მეტი სითხის ატანის უფლებას არ მოგცემენ, თუმცა მყარი საკვების შემთხვევაში, ეს პრობლემა არ არის. ფრენამდე შეგიძლიათ თქვენს საყვარელ დაწესებულებას ეწვიოთ და საკვები გაიმზადოთ.

აეროპორტიდან ტრანსფერის დაჯავშნა
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "1743db2eb1"

9. ყველაზე კარგი სერვისი თვითმფრინავის უკანა ნაწილშია

თვითმფრინავის უკანა ნაწილში ჯდომა ნიშნავს, რომ სხვებზე გვიან მიიღოთ სასმელი და საკვები, რომელსაც ბოტზე დაატარებენ.

თუმცა დიდი ავიაკომპანიები ბორტგამცილებლებს ავალებენ, რომ იმ მგზავრების სურვილები გაითვალისწინონ, რომლებიც უკან სხედან.

10. დილით ნაკლები ტურბულენტობაა

ჩვეულებისამებრ თვითმფრინავი ჰაერში ტემპერატურის სხვაობის გამო ირყევა. თუ გსურთ ფრენის დროს არასასიამოვნო შეგრძნებები აირიდოთ, ჯობს დილის რეისები აარჩიოთ.

11. ტაქსის ალტენატივა ყოველთვის არსებობს

ჩამოფრენის ზონაში ტაქსის მძღოლებს გვერდს ვერ აუვლით და ხშირად ისინი ძალიან ძვირს ითხოვენ. თუმცა აბსოლუტურად ყველა აეროპორტს აქვს მოსახერხებელი ალტერნატივა: ავტობუსი ან მატარებელი.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

სასტუმროს დაჯავშნა გადახდის გარეშე

წყარო: imedinews.ge

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]