ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რამდენად მარტივია ევროკავშირის მოქალაქეობის ყიდვა?
ევროკომისია ევროკავშირის მასშტაბით პროგრამის “მოქალაქეობა იყიდება” გადახედვას გეგმავს. ამის მიზეზი კორუფციის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და უსაფრთხოების რისკებია. “ბიბისიმ” ევროკავშირის მოქალაქეობის მიღების შესახებ ვიდეო მოამზადა.
საინტერესოა, არსებული პირობების გათვალისწინებით, რამდენად მარტივია ევროკავშირში მოქალაქეობის ყიდვა?
დავიწყოთ იმით, რომ თქვენ შეგიძლიათ ევროკავშირის მოქალაქე გახდეთ მისი 28 წევრი ქვეყნიდან ერთ-ერთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში. თუმცა, ყველა ქვეყანას მოქალაქეობის მინიჭების თავისი პირობები აქვს. ზოგიერთი მოქალაქეობას სოლიდური ფინანსური ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ გთავაზობთ. ეს შეიძლება იყოს სამთავრობო ობლიგაციების, ქონების ყიდვა ან სხვა სახის ინვესტიციები. ასევე შესაძლებელია ცხოვრების უფლების მიღებით მოქალაქეობის მოპოვებაც. მალტა, კვიპროსი და ბულგარეთი არის იმ ქვეყნებს
შორის, რომლებიც მსგავს პროგრამებს სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს.
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"
განვიხილოთ მალტის მაგალითი: მოქალაქეობის მიღების მსურველმა ეროვნული განვითარების ფონდში 650 000 ევროს ოდენობის წვლილი უნდა შეიტანოს და 150 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს მალტის სამთავრობო ობლიკაციებში ან საფონდო ბირჟაზე. ასაევე შეიძინოს მინიმუმ 350 000 ევროს ოდენობის ქონება. ამასთან, აპლიკანტი უნდა ცხოვრობდეს მალტაში მინიმუმ 12 თვის განმავლობაში.
ინვესტირების პროგრამის შედეგად 2016-2017 წლებში 386 ადამიანი გახდა მალტის მოქალაქე. მალტის მთავრობის ინფორმაციით, ამ პერიოდში მალტაში 400 მილიონი ევრო შევიდა, რაც უხეშად რომ ვთქვათ მალტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,7%-ია იმ პერიოდისთვის.
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "1743db2eb1"
ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას მოქალაქეობის მიღების მსგავსი პროგრამა არ აქვს. თუმცა, არის სხვა პროგრამები. მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ინვესტორის ვიზის მოპოვება შესაძლებელია სულ მცირე 2 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიციების განხორციელების შედეგად. რამდენიმე წლის შემდეგ კი ინვესტორებს შეუძლიათ დიდ ბრიტანეთში დასახლების სტატუსის მიღება. 2017 წელს დიდ ბრიტანეთში 355-მა ადამიანმა მიიღო ინვესტორის ვიზა, რაც გასულ წელს გაცემული ყველა სახის სამუშაო ვიზის 0,3%-ს შეადგენს.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მოქალაქეობის მიღება მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციების განხორციელების შედეგად შესაძლებელია. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით ამ გზით მოპოვებული მოქალაქეობის შემთხვევები მცირეა.
წყარო: allnews.ge
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს