ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
1 ოქტომბრიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით კიდევ ერთი კომპანიის ავტობუსები ივლის
1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით ოპერირებას კომპანია OMNIBAS EXPRESS იწყებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გვაცნობეს, პირველი ოქტომბრიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მეორე სატრანსპორტო კომპანიის საშუალებითაც ისარგებლონ.
“ჩვენი პრიორიტეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მგზავრებისთვის. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ იმ სატრანსპორტო კომპანიებთან სერვისის გაუმჯობესებაზე, რომლებმაც ჩვენს აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის მიზნით ინტერესი გამოხატეს. ეს კომპანიებია: “ჯორჯიან ბასი”, რომელიც მანამდე ექსკლუზიურად ოპერირებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახურება ახალი სატრანსპორტო კომპანია
– “ომნიბას ექსპრესი”. მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტულად მგზავრობას ექცევა. ხარისხიან მომსახურებას კი კონკურენცია უზრუნველყოფს”, – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 სექტემბრიდან ვებ გვერდებზე www.omnibus.ge / www.omnibusexpress.ge
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს