ავიაბილეთები ყველა მიმართულებით
რა არის და როგორ შევიძინო სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად
ყველა ჩვენგანს უყვარს უცხოეთში მოგზაურობა და რა თქმა უნდა, ახალი შთაბეჭდილებების მიღება ყველასთვის დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული. თუმცა იმისათვის, რომ ჩვენი მოგზაურობით ვისიამოვნოთ, აუცილებელია, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდეთ. ამის ერთ-ერთი გარანტი კი სამოგზაურო დაზღვევაა.
გამგზავრებისას ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ მოგზაურობის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელმა გაუარესებამ, ან ბარგის დაკარგვამ შეიძლება უარყოფითი ემოციები შესძინოს დაგეგმილ სიამოვნებას. სწორედ მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლადაა საუკეთესო გამოსავალი სამოგზაურო დაზღვევა.
რა არის სამოგზაურო დაზღვევა
სადაც არ უნდა მიემგზავრებოდე – ბარსელონაში, ათენში თუ მილანში, სამოგზაურო დაზღვევა აგინაზღაურებს საზღვარგარეთ მოგზაურობის პერიოდში ჯანმრთელობის უცაბედ გაუარესებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ავიაბილეთების და პასპორტის გარდა, სამოგზაურო დაზღვევა, ერთ-ერთი აუცილებელად წარსადგენი დოკუმენტია საზღვარზე, თუ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრები.
გარდა ამისა, ეს დაზღვევა სავალდებულო საბუთია საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო აპლიკაციისთვის.
რა შემთხვევაში შეგვიძლია სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა?
სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა ნებისმიერი ტიპის ვიზის, ან ნებისმიერი მიზნით მოგზაურობისას შეგიძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა უცხოეთში სასწავლებლად მიემგზავრებით, ტურისტად თუ ბიზნეს შეხვედრაზე. თქვენ შეგიძლიათ სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობა იმდენი დღით, რამდენითაც გჭირდებათ. ვადას, დაზღვევის შეძენისას, თავად უთითებთ.
რა განსხვავებაა ერთჯერად და მრავალჯერად სადაზღვეო პოლისს შორის?
ერთჯერადი პოლისი საუკეთესო არჩევანია მაშინ, როდესაც კონკრეტული ვადით გიწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება და თქვენს მოგზაურობას არ აქვს რეგულარული ხასიათი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პოლისის შეძენა შეგიძლიათ ზუსტად იმ ვადით, რა ვადითაც აპირებთ ქვეყნის დატოვებას.
მრავალჯერად სამოგზაურო პოლისი თავიდან აგაცილებთ ზედმეტ პროცედურებს და საშუალებას მოგცემთ მთელი წლის განმავლობაში ისარგებლოთ ერთი პოლისით. ასეთი პოლისის ყიდვა კარგია მაშინ, თუ სასწავლებლად მიემგზავრებით 1 წლით, დაუზუსტებელი ან გრძელვადიანი ვადებით გიწევთ მოგზაურობა და სხვა.
რა ღირს
დღეში 1 ლარი – 60 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის
დღეში 2 ლარი – 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის
სამოგზაურო დაზღვევა ანაზღაურებს 50 000 აშშ დოლარს ან ევროს.
გაითვალისწინე – დაზღვევის გაფორმებისას, უნდა მიუთოთო ევროში გინდა მიიღო ანაზღაურება თუ დოლარში, იმის მიხედვით თუ სად აპირებ მოგზაურობას.
justFly.Ge -ზე თუ შეიძენ სამოგზაურო პოლისს, დამატებით შეგიძლია შეიძინო ავია დაზღვევა, რომელიც მოიცავს – მგზავრის მოულოდნელი ხარჯებისგან დაზღვევას, ბარგის დაზღვევას და უბედური შემთხვევის დაზღვევას. (1 გზა – 10 ლარი, 2 გზა – 15 ლარი)
დამატებით შეგიძლია შეიძინო – მოგზაურობის გაუქმების დაზღვევაც ( ფიქსირებული 15 ლარი )
როგორ უნდა შეიძინო
სამოგზაურო დაზღვევის შეძენა მარტივად შეგიძლია ვებგვერდიდან. justFly.Ge-მ სადაზღვეო კომპანია UNISON -თან ურთიერთანამშრომლობის შედეგად დანერგა სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენის უნიკალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც თქვენ აღარასოდეს მოგიწევთ ოფისში მისვლა, დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ ზუსტად 2 წუთში, ზედმეტი პრობლემების გარეშეც.
დააჭირე შეძენის ღილაკს
შეავსე მითითებული ინფორმაცია
გააფორმე დაზღვევა ონლაინ.
დაზღვევის ონლაინ შეძენა
თანხის გადახდის შემდეგ, სადაზღვევო პოლისს მიიღებთ ელექტრონულად e-mail-ზე, სურვილის შემთხვევაში კი პოლისს სასურველ მისამართზე მოგიტანთ კურიერი ან გამგზავრების დღეს აიღებთ პირდაპირ აეროპორტში.
შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები
ჩვენ გირჩევთ..
ავიაბილეთები 24 ევროდ: Wizzair ქუთაისიდან 2 ახალ მიმართულებას ამატებს
ახალი მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაწყებულია
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკებები იწყება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს
Ryanair – რომელ ქალაქებში და რა ფასად შეგიძლიათ მოგზაურობა
რომელი მიმართულებით და რა სიხშირით შესრულდება პირდაპირი ფრენა ევროპაში
ავიაბილეთი 10 ევროდ: Ryanair -მა საქართველოდან ფრენები დაიწყო
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
აშშ-მ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა
ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია
Wizzair -ი ქუთაისიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს
2020 წელს კომპანია მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტიდან ნახევარ მილიონ საფრენ ადგილს შესთავაზებს