რომი, დიუსელდორფი, ბუდაპეშტი, მიუნხენი, ათენი: ქართული ავიაკომპანია თბილისიდან პირდაპირ ფრენებს იწყებს
WhatsApp მოგვწერე
WhatsApp-ში 💬
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

რომი, დიუსელდორფი, ბუდაპეშტი, მიუნხენი, ათენი: ქართული ავიაკომპანია თბილისიდან პირდაპირ ფრენებს იწყებს

რომი, დიუსელდორფი, ბუდაპეშტი, მიუნხენი, ათენი – ქართული ავიაკომპანია “Myway Airlines” თბილისიდან ახალ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვას იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შემდეგი განრიგებით შესრულდება:

თბილისი-რომი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 მარტამდე;

თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას, 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე;

თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას), 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე;

თბილისი-ათენი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე;

თბილისი-მიუნხენი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე;

ავიაკომპანია ამატებს ფრენის სიხშირეს თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე და ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენებს შეასრულებს კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა), ნაცვლად 3 სიხშირისა.

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე
[tp_search_shortcodes]
Can't find search form model by id "17355372e8"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ახალი მიმართულებებით და დამატებითი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა “Myway Airlines”-ს დღეს, 5 ოქტომბერს მიენიჭა.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

დაჯავშნეთ სასტუმრო გადახდის გარეშე

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]